კახისის ტბა
ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
კახისის ტბა — ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.[2]
კახისის ტბა | |
---|---|
კახისის ტბა | |
კოორდინატები: 41°45′22″ ჩ. გ. 43°20′30″ ა. გ. / 41.75611° ჩ. გ. 43.34167° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1752 მ |
ფართობი | 0,05 კმ² |
საშუალო სიღრმე | 6,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 90.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 602.