კაფკა პლაჟზე
ჰარუკი მურაკამის რომანი
კაფკა პლაჟზე (海辺のカフカ Umibe no Kafuka) — იაპონელი მწერალ ჰარუკი მურაკამის რომანი, რომელიც 2002 წელს გამოიცა პირველად.
„კაფკა პლაჟზე“ | |
---|---|
ავტორი | ჰარუკი მურაკამი |
ენა | იაპონური |
გამომცემელი | Kodansha და Shinchō Bunko |
გამოცემის თარიღი |
|
წინამორბედი | Sputnik Sweetheart |
მომდევნო | After Dark |
ISBN | 1-84343-110-6 |
გმირები
რედაქტირება- ადამიანები
- კაფკა თამურა: გმირის ნამდვილი სახელი არ ჩანს. მას შემდეგ, რაც სახლიდან გაიქცა, ახალი სახელი დაირქვა „კაფკა“ მწერალ ფრანც კაფკას პატივსაცემად.
- სატორუ ნაკატა: გონებაშეზღუდული მამაკაცი, რომელსაც კატებთან საუბარი შეუძლია.
- ოშიმა: 21-წლის ინტელექტუალი, ჰემოფილიაკი,გეი ტრანსგენდერი და ბიბლიოთეკარი.
- ქალბატონი საეკი: კერძო ბიბლიოთეკის მენეჯერი, სადაც მუშაობს ოშიმა და კაფკა ცხოვრობს.
- საკურა: ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კაფკა შემთხვევით შეხვდა ავტობუსში. სავარაუდოდ, ის არის კაფკას და.