კასპიური სელაპი

ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა

კასპიური სელაპი, კასპიური ნერპა (ლათ. Pusa caspica) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 1,5 მეტრამდე, მასა 80 კილოგრამამდე. შეფერილობა ძლიერ ვარიაციულია: მოყვითალო-ზეთისხილისფრიდან რუხ-მურამდე, აყრია ყავისფერი და შავი ლაქები; მუცელი ზურგთან შედარებით ღიაა. ახალშობილი შემოსილია გრძელი თეთრი ბეწვით, რომელიც პირველი ცვენის შემდეგ ბევრად მოკლე მოვერცხლისფრო-რუხი საფარველით იცვლება. კასპიური სელაპი მხოლოდ კასპიის ზღვაშია გავრცელებული; შემოდგომაზე მის ჩრდილოეთ ნაწილში მიგრირებს, ყინულებზე ჯგუფებად გროვდება, შობს ნაშიერს და ბეწვს იცვენს. გაზაფხულსა და ზაფხულში ძირითადად ზღვის სამხრეთ, ღრმაწყლოვან ნაწილში ინაცვლებენ. იკვებება თევზითა და მცირე ზომის კიბოსნაირებით. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი სახეობა.

კასპიური სელაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pusa caspica (Gmelin, 1788)
სინონიმები
  • Phoca caspica (Gmelin, 1788)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 41669
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება