კარპოვის ტყის ბუნების ძეგლი

კარპოვის ტყის ბუნების ძეგლი (რუს. Урочище Карпов лес) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური დაცული ტერიტორია - ბუნების ძეგლი. მდებარეობს ვერხნედოსკნის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. კარპოვის ტყემ ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 23 აგვისტოს № 313 გადაწყვეტილების შესაბამისად.

კარპოვის ტყის ბუნების ძეგლი

Урочище Карпов лес

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
ბიბერშტეინის ტიტა
მდებარეობა ვერხნედონსკის რაიონი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფართობი 25 ჰა
დაარსდა 23 აგვისტო, 1985
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო
 
მაჩვი

კარპოვის ტყის ბუნების ძეგლი მდებარეობს ვერხნედონის სატყეო მეურნეობაში, როსტოვის ოლქის ვერხნედონის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სტანიცა კაზანსკოიდან 20 კმ-ის დაშორებით. ბუნების ძეგლს აქვს სასწავლო და ბუნებისდაცვითი ფუნქციები. იგი დაარსდა 1985 წლის 23 აგვისტოს როსტოვის საოლქო აღმასკომის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ბუნების ძეგლი არის ტყის კორომების ერთობლიობა, რომელთა ნაწილი ბუნებრივი წარმოშობისაა და ნაწილი გააშენა მოსახლეობამ.

დაცულ ტერიტორიას აქვს მაღლობის რელიეფი, მისი ტერიტორიის მდებარეობა ზღვის დონიდან მერყეობს 85-110 მეტრის ფარგლებში. ნიადაგი თიხნარი და ქვიშნარია.

ბუნების ძეგლი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. აქ ხარობს მცენარეების იშვიათი ჯიშები, რომლებიც შეტანილნი არიან რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის წითელ წიგნში. მაგალითად: ფრინტა (ლათ. Anémone ranunculoídes), ბუჩქისძირა (ლათ. Corýdalis sólida) ბიბერშტეინის ტიტა (ლათ. Túlipa biebersteiniána) და სხვა. აქ ცხოვრობს ასევე ძუძუმწოვრების მრავალი სახეობა, მათ შორის: ბიგა, მელია, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, მაჩვი, კურდღლისებრნი, ტყის თაგვი და სხვა. ასევე გამოირჩევა ფრინველების ნაირსახეობით, რომელთაგან აღასანიშნავია კირკიტა, ოლოლი, ქედანი და სხვა.

დაცული ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს ტბები: გრემიაჩეე, კამენნოე, ჩიგანაკსკოე, პრიამოე, განიუსიხა, სუხაია-პარნიცა, მელკაია-კლეშნია და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "О памятниках природы Ростовской области". Постановление Администрации Ростовской области от 19 октября 2006 года № 418.
  • Миноранский В. А., Демина О. Н. Особо охраняемые природные территории Ростовской области. Ростов-на-Дону, 2002.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება