კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი

გერმანელი ისტორიკოსი, ორიენტალისტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი (11 მარტი 1861, ჰამბურგი; 24 ივლისი, 1938, ინსბრუკი) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი. იგი იკვლევდა ურარტულ წერილობით წყაროებს და იყო ურარტული წარწერების კორპუსის Corpus Inscriptionum Chaldicarum თანა-ავტორი.

კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი

გიოტინგენის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ (1883), მისი კვლევითი ინტერესი უძველესი კულტურების ისტორიას დაუკავშირდა და დოქტორის მეორე ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტისაგან (1886) ანტიკურ ისტორიაში მიიღო. შემდეგ ბერლინის სამეფო მუზეუმის ეგვიპტოლოგიის განყოფილებაში კვლევის ასისტენტად მუშაობდა. 1893 წელს დაიწყო მუშაობა ანტიკური ისტორიის პროფესორად. ბერლინში სწავლისა და მუშაობის პერიოდში მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია თეოდორ მომზენმა.[1]

1898/99 წელს ლემან-ჰაუპტი ურარტული წარწერების შესწავლის მიზნით გაემგზავრა ექსპედიციით სომხეთში. 1901 წელს აირჩიეს ანტიკური ისტორიის ასოცირებულ პროფესორად ბერლინის უნივერსიტეტში. მოგვიანებით იმოგზაურა ინგლისში, სადაც 1911 წელს  ლივერპულის უნუვერსიტეტში ბერძნული ისტორიის პროფესორი გახდა, რასაც მოჰყვა კვლევითი პოზიცია ოქსფორდის უნივერსიტეტში (1913/14). 1915/16 წელს იგი იყო ანტიკური ისტორიის პროფესორი   კონსტანტინეპოლის უნივერსიტეტში. [2]

1901 წელს ის გახდა ანტიკური ისტორიის ჟურნალის - Klio. Beiträge zur alten Geschichte, რედაქტორი, რომელსაც 1936 წლამდე ხელმძღვანელობდა.

სომხეთში მოგზაურობის შემდეგ სტუმრობდა თბილისს, სადაც არტურ ლაისტის მეშვეობით გაიცნო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც 1898 წელს ჯერ თბილისში, შემდეგ საგურამოში ეწვია.[3] კავკასიის მუზეუმში შეხვდა გუსტავ რადეს და საშუალება მიეცა მუზეუმში დაცულ ურარტულ წერილობით ძეგლებზე ემუშავა.[3]

2018 წლიდან მოქმედებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის სახელობის ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო სკოლა.[4]

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
  • "De inscriptionibus cuneatis quae pertinent ad šamaš-šum-ukin regis Babyloniae regni initia", ბერლინი, დისერტაცია 1886.
  • Über protobabylonische Zahlwörter, in: Zeitschrift für Assyriologie მე, 222-228, 1886 – პროტო-ბაბილონური რიცხვითი სახელების შესახებ.
  • Ein Siegel-Zylinder König Bur-Sin ფონ Isin. Beiträge zur Assyriologie und semitischen Sprachwissenschaft, II, 589-621, 1893
  • Materialien zur älteren geschichte Armeniens und Mesopotamiens, 1907 – მასალა სომხეთისა და შუამდინარეთის ადრეული ისტორიისათვის.
  • Armenien einst und jetzt : Vom Kaukasus zum Tigris und nach Tigranokerta, 1910 – სომხეთის წარსული და აწმყო, ტომი I
  • Israel : seine Entwicklung im Rahmen der Weltgeschichte, 1911  – ისრაელი: მისი განვითარება მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.
  • Das urartäisch-chaldische Herrscherhaus, in: Zeitschrift für Assyriologie XXXIII, 27-51, 1921. – ურარტულ-ქალდეური დინასტია.
  • "Corpus Inscriptionum Chaldicarum", ბერლინი, 1928 და 1935 წელი.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Lorenz, Günther, "Carl Lehmann-Haupt" in: Neue Deutsche Biographie 14 (1985), S. 98-99.
  2. University of Innsbruck დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine. Institute of Ancient History and Ancient Near Eastern Studies (biographical sketch)
  3. 3.0 3.1 Armenien, einst und jetzt, Volume 1
  4. ᲙᲐᲠᲚ ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲚᲔᲛᲐᲜ-ᲰᲐᲣᲞᲢᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲓᲝᲥᲢᲝᲠᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
  5. WorldCat Identities Most widely held works by Ferdinand Friedrich Carl Lehmann-Haupt