კარლ მარტელ ანჟუელი
კარლ მარტელ ანჟუელი (ფრანგ. Charles Martel d'Anjou, იტალ. Carlo Martelo d'Angiò, უნგრ. Anjou Martell Károly; დ. 8 სექტემბერი, 1271, ნეაპოლი, იტალია ― გ. 12 აგვისტო, 1295, ნეაპოლი, იტალია) ― ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და დედოფალ მარია უნგრელის ვაჟი. უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე 1290-1295 წლებში. უნგრეთის მეფე კარლ რობერტისა და საფრანგეთის დედოფალ კლიმენციას მამა.
კარლ მარტელ ანჟუელი | |
---|---|
წოდებები
უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე | |
დაიბადა | 8 სექტემბერი, 1271 |
გარდაიცვალა | 12 აგვისტო, 1295, (23 წლის) |
საგვარეულო | ანჟუები |
მეუღლე(ები) |
კლემენტია ფონ ჰაბსბურგი (ქ. 1281 - გარდ. 1295) |
შვილ(ებ)ი |
კაროლ I, უნგრეთის მეფე კლიმენცია, საფრანგეთის დედოფალი |
მამა | კარლო II, ნეაპოლის მეფე |
დედა | მარია უნგრელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარლ მარტელი დაიბადა 1271 წლის 8 სექტემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია უნგრელის უფროსი ძე. მამის მხრიდან იგი ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლო I-ის, ხოლო დედის მხრიდან უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იშტვან V-ის შვილიშვილი იყო.
1290 წელს კარლ მარტელის ბიძა, უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ლასლო IV უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც იგი, როგორც მისი დისწული, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარულ მეფედ იქცა. ამის შემდეგ, 18 წლის კარლ მარტელი რომში გაემგზავრა, რათა პაპ ნიკოლოზ IV-ის მხარდაჭერა მოეპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ იგი უნგრეთის ნამდვილი მეფე არასოდეს გამხდარა, რამეთუ ლასლოს შემდეგ ტახტი კარლ მარტელის ბიძაშვილმა, ანდრაშ III-მ დაიკავა, რათა ტახტი კვლავ არპადთა დინასტიას დარჩენოდა. ამის საპირისპიროდ კარლ მარტელი მთელი დარჩენილი ცხოვრება განაგრძობდა უნგრეთისა და ხორვატიის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმას.
კარლ მარტელი 1295 წლის 12 აგვისტოს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა ნეაპოლში, შავი ჭირით. რეალურად მან ვერც უნგრეთის, ვერც ხორვატიის და ვერც ნეაპოლის ტახტის დაკავება ვერ მოახერხა, თუმცა მისი ძე, კარლ რობერტი მოგვიანებით მაინც გამეფდა უნგრეთში, უკვე მისმა შვილიშვილმა კი პოლონეთის ტახტის დაკავებაც მოახერხა.
ცნობილია, რომ კარლ მარტელი პირადად და ახლოს იცნობდა დანტე ალიგიერის, რომელიც თავის ნაწარმოებში „ღვთაებრივი კომედია“ ერთობ თბილად ახსენებს მის სულს, რომელსაც იგი სამოთხეში ხვდება.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1281 წლის 8 იანვარს კარლ მარტელი დაქორწინდა გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის ქალიშვილ კლემენტია ფონ ჰაბსბურგზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
- კარლ რობერტი (1288-1342), უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1301 წლიდან გარდაცვალებამდე. ცოლად შეირთო მარია ბიტიომსკა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ბეატრის ლუქსემბურგელზე, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო ელიზაბეტა პოლონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი მეფე ლუი I;
- ბეატრიჩე (1290-1354), ცოლად გაჰყვა ვიენუას დოფინ ჟან II დე ლა ტურ დიუ პინს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
- კლიმენცია (1293-1328), ცოლად გაჰყვა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი X-ს, რომელთანაც შეეძინა მომდევნო მეფე, ჟან I;
ლიტერატურა
რედაქტირება- Earenfight, Theresa (2013). Queenship in Medieval Europe. Palgrave Macmillan.
- Fine, John V.A. (1994). The Late Medieval Balkans. The University of Michigan Press.
- Previte-Orton, C.W. (1962). The Shorter Cambridge Medieval History. II. Cambridge at the University Press.