კარლ აიხვალდი
კარლ ედუარდ ფონ აიხვალდი, ედუარდ ივანეს ძე ეიხვალდი (გერმ. Karl Eduard Eichwald, რუს. Эдуард Иванович Эйхвальд; დ. 4 ივლისი, 1795, მიტაუ, ახლანდ. ელგავა, ლატვია, — გ. 4 ნოემბერი, 1876, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერიაში მოღვაწე ბალტიელი გერმანელი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1826).
კარლ აიხვალდი | |
---|---|
გერმ. Karl Eduard von Eichwald | |
დაბ. თარიღი | 4 (15) ივლისი, 1795[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ელგავა, კურლანდიის საჰერცოგო[5] [3] |
გარდ. თარიღი | 10 (22) ნოემბერი, 1876[3] [4] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[5] [3] |
დასაფლავებულია | სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, პალეონტოლოგი, სამეცნიერო მუშაკი, ზოოლოგი, პროფესორი, მწერალი, ბოტანიკოსი, ექიმი, ენტომოლოგი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | ყაზანის უნივერსიტეტი და ვილნიუსის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვილნიუსის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Eduard Georg Eichwald[6] [7] |
სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში (1814-1817). სადოქტორო დისერტაცია ვილნიუსში დაიცვა 1819 წელს. 1823 წელს გახდა მედიცინის დოქტორი და ზოოლოგის პროფესორი ყაზანში, 1827 წელს — ზოოლოგისა და შედარებითი ანატომიის პროფესორი ვილნიუსში, 1838 წელს — ზოოლოგის, მინერალოგიის და მედიცინის პროფესორი პეტერბურგში, მოგვიანებით — პეტერბურგის სამთო ინსტიტუტის პალეონტოლოგიის პროფესორი. პირველმა დაიწყო პალეონტოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, სწავლება რუსეთში. ბევრს მოგზაურობდა.
1825–1826 წლებში იმოგზაურა კასპიისპირეთსა და კავკასიაში. 1826 წლის 5 აპრილს ჩამოვიდა თბილისში, საიდანაც იმოგზაურა თავდაპირველად იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, შემდეგ მოიარა აღმოსავლეთ საქართველო, მათ შორის ცხინვალი, კახეთი, ბელაქანი და ელისუ. ეს მოგზაურობა გადმოცემულია აიხვლადის ორტომიან ნაშრომში „ედუარდ აიხვალდის მოგზაურობა კასპიის ზღვასა და კავკასიაში 1825–26 წლებში“ («Reise auf dem Caspischen Meere und in den Caucasus»; 1834–1837). წიგნში აღწერილია რეგიონის გეოგრაფიული და მინერალოგიური თავისებურებები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, ფლორას და ფაუნა, მოცემულია სტატისტიკური ცნობები ამინდის, წყალდიდობების, მიწისძვრების შესახებ. ავტორი შეეხება ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ურთიერთობას რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებასთან, კულტურას და ეთნოგრაფიას, ისტორიულ წარსულს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- «Observationes ex anatomia comparata de Delphino et de Physalia» («Acta Acad. Sc.», 1824);
- «Introductio in historiam naturalem Caspii maris» (ყაზანი, 1824);
- «Zoologia specialis» (3 ტ, ვილნა, 1829—1831);
- «Ueber den Kiemendeckel der Fische nebst vergleichenden Untersuchungen uber das Zungenbein der Wirbelthiere» («Isis», 1832);
- «Plantarum novarum quas in itinere caspio-caucasico observavit» (ვილნა, 1831—1838);
- «Beschreibung der devonischen Fische von Pawlovsk» («Bull. Soc. Nat.», 1844 и 1846);
- «Die Urwelt Russlands» (4 გამოშ, სპბ და მოსკოვი, 1840—1848);
- «Naturhistorische Bemerkungen als Beitrag zur vergleichenden Geognosie auf einer Reise durch die Eifel, Tyrol etc.» («Mem. Soc. Nat. Moscou», 1851);
- «Beitrage zur Geologie und Palaontologie Russlands» («Bull. Soc. Nat. Moscou», 1853 и 1854);
- «Die Fauna und Flora des Grunsandes von Moskwa» (იქვე, 1861).
- «Paleontologie de la Russie» 4 ტ. ატლასით, 1860‒1868
ლიტერატურა
რედაქტირება- გელაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005.
- Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Eichwald, Karl Eduard von“, in: Neue Deutsche Biographie 4 (1959), S. 387-388 [Onlinefassung]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116418273 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 4.0 4.1 http://e-heritage.ru/ras/view/person/history.html?id=46822301
- ↑ 5.0 5.1 Эйхвальд Эдуард Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Эйхвальд, Эдуард Эдуардович // Русский биографический словарь — СПб: 1912. — Т. 24. — С. 203–205.
- ↑ Эйхвальд, Эдуард Эдуардович // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XL. — С. 210.