კარლი რეი ჯეფსენი

(გადამისამართდა გვერდიდან კარლი რეი ჯეპსენი)

კარლი რეი ჯეფსენი (ინგლ. Carly Rae Jepsen; დ. 21 ნოემბერი, 1985, მიშენი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. ის 2007 წელს Canadian Idol-ის მეხუთე სეზონში მესამე ადგილზე გავიდა. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Tug of War.

კარლი რეი ჯეფსენი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი, 1985 (1985-11-21) (38 წლის)
დაბ. ადგილი Mission
წარმოშობა მიშენი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
ჟანრ(ებ)ი პოპი, დისკო, ფოლკი, პოპ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2007 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი carlyraemusic.com
კარლი რეი ჯეფსენი ვიკისაწყობში

მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა 2012 წელს კომპოზიციით „Call Me Maybe". ნამუშევარი წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა და სულ გაიყიდა მისი 18 მილიონზე მეტი ასლი. ნამუშევარი 19-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა პირველ ადგილზე. მალევე ჯეფსენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან Schoolboy Records და Interscope Records. მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Kiss, გამოვიდა იმავე წლის ბოლოს. მან მალევე გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „Good Time" Owl City-თან ერთად. ნამუშევარი მოხვდა ჩარტების ტოპ 10-ში კანადასა და შეერთებულ შტატებში. 2014 წელს მუსიკოსს ჰქონდა სამსახიობო დებიუტი ბროდვეის თეატრში.

მომდევნო წელს გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი, Emotion. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „I Really Like You", „Your Type" და „Run Away with Me". 2016 წელს გაახმოვანა მთავარი პერსონაჟიი ანიმაციურ ფილმში „ბალერინა“. 2019 წელს გამოუშვა კომპოზიცია „OMG" და მეოთხე სტუდიური ალბომი Dedicated. მეექვსე სტუდიური ალბომი, The Loneliest Time, გამოვიდა 2022 წლის ოქტომბერში. ჯეფსენის შემდეგი ალბომი, The Loveliest Time, გამოვიდა 2023 წლის ივლისში.

ჯეფსენს მოგებული აქვს სამი Juno Awards, სამი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო და Allan Slaight Award. ასევე მიღებული აქვს გრემის, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების, Polaris Music Prize-ისა და People's Choice Awards-ის ნომინაციები.[2][3]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯეფსენი დაიბადა 1985 წლის 21 ნოემბერს მიშენში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. სწავლობდა Heritage Park-ის საშუალო სკოლაში და გატაცებული იყო მუსიკალური თეატრით. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო კანადის საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში.[4] სწავლის დამთავრების შემდეგ ჯეფსენი საცხოვრებლად გადავიდა ვანკუვერში.

კარიერა რედაქტირება

2007 წელს ჯეფსენმა მონაწილეობა მიიღო Canadian Idol-ში.[5] მან მესამე ადგილი დაიკავა კონკურსში და მალევე კონტრაქტი გააფორმა 604 Records-თან. მისი პირველი სინგლი „Sunshine on My Shoulders" 2008 წლის ივნისში გამოვიდა. სადებიუტო ალბომი „Tug of War" გამოუშვა 2008 წლის სექტემბერში. სულ ნამუშევრის 10000 ასლი გაიყიდა კანადაში.[6]

 
ჯეფსენი ჯასტინ ბიბერის Believe ტურნეზე 2012 წელს

2011 წელს მუშაობა დაიწყო მეორე ალბომზე ჯოშ რამზისთან, რაიან სტიუარტსა და ტავიშ ქროუსთან ერთად. სიმღერა „Call Me Maybe" 2011 წლის სექტემბერში გამოვიდა და ჰიტი გახდა. მალევე ჯეფსენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სკუტერ ბრაუნის ლეიბლთან Schoolboy Records და Interscope Records. კომპოზიცია მრავალი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოხვდა, მათ შორის კანადასა და აშშ-ში.[6] ჯეფსენის EP „Curiosity" გამოვიდა 2012 წლის თებერვალში. მალევე გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „Good Time" Owl City-თან ერთად. ჩანაწერი მოხვდა ჩარტების ტოპ 10-ში კანადასა და შეერთებულ შტატებში.

 
ჯეფსენი 2019 წელს სეულში, სამხრეთი კორეა

ჯეფსენის მეორე ალბომი „Kiss" გამოვიდა 2012 წლის სექტემბერში.[7] იმავე წელს მოიგო ბილბორდის მუსიკალური ჯილდო და მიიღო გრემის ნომინაციები.[8][9] 2014 წლის გაზაფხულზე ითამაშა კონკიას როლი ბროდვეის თეატრში.[10] 2015 წლის მარტში ჯეფსენმა გამოუშვა პირველი სიმღერა მესამე ალბომიდან, სახელწოდებით „I Really Like You".[11] ალბომი, „Emotion" გამოვიდა 2015 წლის ივნისში. ნამუშევარს კრიტიკოსთა მოწონება ხვდა წილად, თუმცა კომერციულად დიდად წარმატებული არ გამოდგა. ალბომის მეორე სინგლი, „Run Away with Me", გამოვიდა 2015 წლის ივლისში.[12] 2015 წლის დეკემბერში მან ჩაწერა სიმღერა Netflix-ის სერიალისთვის „Fuller House".[13]

2016 წელს გამოუშვა EP სახელწოდებით „Emotion: Side B". 2017 წლის მაისში გამოუშვა სინგლი „Cut to the Feeling". 2018 წელს მან კეტი პერისთან ერთად გამართა ტურნე და ნოემბერში გამოუშვა პირველი სინგლი მეოთხე ალბომიდან, „Party for One". ალბომი „Dedicated" გამოვიდა 2019 წლის მაისში, რასაც მოჰყვა ტურნეც.[14] 2020 წლის მაისში გამოუშვა „Dedicated Side B".

2022 წლის მაისში გამოუშვა სინგლი „Western Wind". მეექვსე სტუდიური ალბომი „The Loneliest Time" გამოვიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს.[15] ჯეფსენმა ალბომიდან გამოუშვა მეორე სინგლი „Beach House" და მესამე სინგლი „Talking to Yourself“. 2023 წლის ივნისში გამოვიდა ახალი სინგლი „Shy Boy".[16] ალბომი „The Loveliest Time" გამოვიდა 2023 წლის 28 ივლისს.[17]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Polydor Records Artists. ციტირების თარიღი: September 16, 2023
  2. Staff, Billboard. (2012-10-25) Carly Rae Jepsen Named Billboard’s ‘Rising Star’ of 2012 en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  3. Canada's Walk of Fame en-CA. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  4. Before Call Me Maybe, Carly Rae Jepsen studied at Victoria's Canadian College of Performing Arts en (2012-10-17). ციტირების თარიღი: 2024-02-29
  5. Critic, Richard Ouzounian Theatre. (2014-02-21) Carly Rae Jepsen: The Big Interview en. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  6. 6.0 6.1 Lipshutz, Jason. (2012-06-22) ‘Call Me Maybe’ Tops the Hot 100 en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  7. Maloy, Sarah. (2012-08-07) Carly Rae Jepsen’s ‘Kiss’ Album Due Sept. 18 en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  8. Staff, Billboard. (2012-10-25) Carly Rae Jepsen Named Billboard’s ‘Rising Star’ of 2012 en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  9. Grammy Nominations Leave Carly Rae Jepsen 'Over The Moon' en. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  10. Kepler, Adam W.. (2013-12-29) New Role for Carly Rae Jepsen: Cinderella en. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  11. Records/Interscope, Schoolboy. Carly Rae Jepsen Releases Brand-New Single "I Really Like You" Today - Track Now Available Now From All Digital Partners en. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  12. Kreps, Daniel. (2015-07-17) See Carly Rae Jepsen's Jet-Setting 'Run Away With Me' Video en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  13. Weiner, Natalie. (2015-12-24) Carly Rae Jepsen Did the Theme Song for the ‘Full House’ Netflix Reboot en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  14. Nast, Condé. (2019-04-01) Carly Rae Jepsen Announces New Album Dedicated and Tour en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  15. Carly Rae Jepsen Announces New Album 'The Loneliest Time' en (2022-08-02). ციტირების თარიღი: 2024-02-29
  16. Duran, Anagricel. (2023-06-23) Carly Rae Jepsen shares vivacious new single 'Shy Boy' en-GB. ციტირების თარიღი: 2024-02-29
  17. Carly Rae Jepsen announces companion album to The Loneliest Time en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-29