კარიოტა (ლათ. Caryota) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. მაღალტანიანი (25 მ-მდე) მცენარეებია. 12-მდე სახეობა იზრდება ინდოეთში, კუნძულ შრი-ლანკაზე, ინდოჩინეთში, ჩინეთში, მალაის არქიპელაგისა და სოლომონის კუნძულებზე, ტროპიკულ ავსტრალიაში.

კარიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  კარიოტა
ლათინური სახელი
Caryota

ზოგი სახეობის (Caryota urens, Caryota mitis) ყვავილედის წვენისგან ამზადებენ შაქარს, აყენებენ ღვინოს. მერქანს იყენებენ სამშენებლოდ, ფოთლების ბოჭკოებს — თოკებისა და სხვა დასამზადებლად. ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ კარიოტას მიწისზედა ნაწილი ხმება.

ლიტერატურა

რედაქტირება