კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე (დ. უცნობია — გ. 1942) — ქართველი ჟურნალისტი, პოეტი.

მიეკუთვნებოდა სოციალ-დემოკრატების პარტიას. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში”. გარდა ამისა, იგი წერდა „მათრახში“, „მათრახი და სალამურში“, აგრეთვე, გაზეთ „კვალში”. აქტიურად იყო ჩაბმული პოლემიკაში ილია ჭავჭავაძესთან და მის მომხრეებთან. 1909-1915 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. მუშაობდა ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში მოანგარიშედ. 1911 წელს არჩეული იყო ბათუმის ქალაქის საბჭოს წევრად (ხმოსნად). 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 100.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება