კაპარი
კაპარი ( ლათ. Capparis) — მცენარეთა გვარი კაპარისებრთა ოჯახისა. ხეები, ბუჩქები, ბუჩქბალახები და მრავალწლოვანი ბალახებია. 300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ეკლიანი კაპარი (ლათ. Capparis spinosa) ბუჩქბალახია. აქვს გრძელი გართხმული ღეროები და თეთრი ან მოთეთრო-ვარდისფერი გრძელყუნწა ყვავილები. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, სამხრეთ ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. ჩვენში აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება.
კაპარი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Capparis spinosa | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Capparis | ||||||||||||
|
კაპარი იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში, თიხიან, ხშირად ბიცობიან ნიადაგზე. კოკორს, მკვახე ნაყოფს და ნორჩ ყლორტებს ამწნილებენ, მწიფე ნაყოფი იჭმება. თესლში 30%-მდე ზეთია. შეიცავს ალკოლოიდ კაპარიდინს.
იყენებენ ხალხურ მედიცინაში (სასაქმებელ საშუალებად). მნიშვნელოვანია მშრალი რაიონების შიშველი ადგილების დასაფარავად. კულტივირებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და სხვაგან. თაფლოვანი მცენარეა.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 376.