კამარუ უსმანი
კამარუდინ უსმანი (დ. 11 მაისი, 1987) – ნიგერიელ-ამერიკელი შერეული საბრძლო ხელოვნების მებრძოლი და ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. იგი ამჟამად ასპარეზობს საშუალო წონით დივიზონში(UFC), სადაც ამავე წონაში ყოფილი ქამრის მფლობელია.
უსმანი UFC 228-ის პრესკონფერენციაზე, 2018 წელს | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
მეტსახელ(ებ)ი | ნიგერიული კოშმარი |
დაბ. თარიღი | 11 ივლისი, 1987 |
დაბ. ადგილი | აუჩი, ედო, ნიგერია |
სიმაღლე | 183 სმ |
წონა | 84 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | აშშ |
სპორტი | შერეული საბრძოლო ხელოვნება |
სახეობა | აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი (UFC) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 11 ივლისს, 1987 წელს, ქალაქ აუჩში, ედო, ნიგერია. მისი მამა ნიგერიის არმიის მაიორი იყო, დედა კი პედაგოგი. მას ყავს ორი ძმა კაშეტუ და მუჰამედი. უსმანი მოკრძალებულად იზრდებოდა მთელი თავისი ბავშვობა. უსმანის მამა მუჰამედ ნასირუ უსმანი, გახდა ფარმაცევტი შეერთებულ შტატებში და მოუწია ოჯახი გადაეყვანა დალასში, ტეხასი, როდესაც უსმანი 8 წლის იყო.[1]
UFC კარიერა
რედაქტირებაუსმანის დებიუტი 2015 წლის 19 დეკემბერს, UFC Fox 17-ზე, ლეონ ედვარდსის წინააღმდეგ შედგა. მან ეს ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო. მას დღესდღეობით UFC-ის ორგანიზაციაში 18 ბრძოლა აქვს ჩანატარები, სადაც 3-ჯერ დამარცხდა, 15-ჯერ კი მოიგო.[2] ბოლო ბრძოლა მან UFC-294-ზე, 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ გამართა, სადაც ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.[3]