კალჩიკი (უკრ. Кальчик; სავარაუდოდ, აგრეთვე კალკა) — მდინარე უკრაინაში, დონეცკის ოლქში. სიგრძე 88 კმ, აუზის ფართობი 1263 კმ². მდინარე კალმიუსის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აზოვისპირა მაღლობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მ სიმაღლეზე, სოფელ კალჩინოვკის მიდამოებში, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე. ტრაპეციის ფორმის ხეობა აქვს. შერეული საზრდოობის მდინარეა. მდინარის ნაპირზეა ქალაქი მარიუპოლი. წყლის მინერალიზაცია იზრდება სათავიდან შესართვამდე. შესართავის რიაონში მინერალიზაცია 2,5 გ/ლ აღწევს. წყლის ხარჯი 3,0-იდან 30-მდე მ³/წმ. არის სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა და სხვა სახეობის თევზი. 1223 წლის 31 მაისს მდინარეზე მოხდა ბრძოლა გაერთიანებულ რუს-ყივჩაყთა ჯარებსა და მონღოლთა კორპუსს შორის.

კალჩიკი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ქალაქები მარიუპოლი
სათავე აზოვისპირა მაღლობი
47°21′20″ ჩ. გ. 37°08′20″ ა. გ. / 47.35556° ჩ. გ. 37.13889° ა. გ. / 47.35556; 37.13889
შესართავი 47°07′00″ ჩ. გ. 37°36′45″ ა. გ. / 47.11667° ჩ. გ. 37.61250° ა. გ. / 47.11667; 37.61250
სიგრძე 88 კმ
აუზის ფართობი 1263 კმ²
კალჩიკი — უკრაინა
კალჩიკი
კალჩიკი
— სათავე, — შესართავი
კალჩიკი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება