სარკისებრი კობრისელექციის გზით გამოყვანილი კობრის ხელოვნური ჯიში.[1] აქვს ძალიან დიდი ქერცლი, წაგრძელებული, ოდნავ შეზნექილი ფორმა. თავი დიდია, პირი დაბალი. ფარფლი მოყვითალო ან მურა ფერისაა. მისი სხეულის სიგრძე 1–1,5 მ, ხოლო წონა 20-25 კგ აღწევს. ზოგჯერ ხელოვნური წყალსატევებიდან ხვდება საერთო მოხმარების ტბებსა და მდინარეებში. ველურ ბუნებაში გავრცელებულია მდინარეთა ნამდინარევსა და ნაგუბებში წყლის მცენარეულობით მდიდარ და ლამიან ფსკერზე. ხელოვნურ წყალსატევებში კვებავენ კომბინირებული საკვებით, ველურ ბუნებაში ყოფნისას იკვებება ფსკერული მცენარეუოლობით, მოლუსკებითა და სხვა ორგანიზმებით. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20 წელი. მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული.[2] სარკისებრი კობრი შემოყვანილია საქართველოშიც,[3] მათ შორის კუმისის ტბაში. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის ობიექტია.

სარკისებრი კობრი
  1. Зеркальный карп: описание и кормовая база
  2. Зеркальный карп — Cправочник рыболова
  3. დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 567.