კალოსმთა

მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში და არტაანის პროვინციაში

კალოსმთა, ჰარმანთაფამთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. მდებარეობს ერუშეთის ქედზე, მდინარეების ჯაყისწყლისა (ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი) და რაყისწყლის (ურაველის ზემო დინება) წყალგამყოფზე, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და არტაანის პროვინციის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2950 მ. აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტური ლავით, გუმბათისებრი ფორმისაა, შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

კალოსმთა
კოორდინატები: 41°24′42″ ჩ. გ. 42°59′17″ ა. გ. / 41.41167° ჩ. გ. 42.98806° ა. გ. / 41.41167; 42.98806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
არტაანის პროვინცია
სიმაღლე 2950 
ქედი ერუშეთის ქედი
ამგებელი ქანები ანდეზიტ-დაციტური ლავა
კალოსმთა — საქართველო
კალოსმთა
კალოსმთა — თურქეთი
კალოსმთა

ლიტერატურა

რედაქტირება