ჯაყისწყალი
ჯაყისწყალი (თურქ. Derindere çay) — მდინარე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2775 მ სიმაღლეზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 126 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 მ³/წმ.[1]
ჯაყისწყალი თურქ. Derindere çay | |
---|---|
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია |
სათავე |
ერუშეთის მთიანეთი 41°22′22″ ჩ. გ. 43°00′24″ ა. გ. / 41.372806° ჩ. გ. 43.006833° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
სათავის სიმაღლე | 2775 მ |
შესართავი |
ფოცხოვისწყალი 41°31′00″ ჩ. გ. 42°47′49″ ა. გ. / 41.516750° ჩ. გ. 42.797111° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საქართველო |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 126 კმ² |
მდინარის სისტემა | ფოცხოვისწყალი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ჯაყისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯაყის ციხე. მდინარე ჯაყისწყალი განიხილება როგორც სასაზღვრო მდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის.[2]
აღსნიშნავია, რომ ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი, რის შედეგადაც ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით მასზე სამუშაოები განხორციელდა. მდინარის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა მოხდა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 547.
- ↑ ჯაყისწყალი — საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი
- ↑ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემას უარყოფს