კალაიაანი (პალავანი)
კალაიაანი (ოფიციალურად კალაიაანის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Kalayaan) ― მეხუთე კლასის მუნიციპალიტეტი დასავლეთ ფილიპინების ზღვაში, პალავანის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტში 193 ადამიანი ცხოვრობს.
კალაიაანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 11°03′08″ ჩ. გ. 114°17′00″ ა. გ. / 11.05222° ჩ. გ. 114.28333° ა. გ. |
დაარსდა | 11 ივნისი, 1978 |
ფართობი | 290.00 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 193 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 48 |
საფოსტო ინდექსი | 5322 |
ოფიციალური საიტი | http://kalayaanpalawan.gov.ph/ |
კალაიაანი სპრატლის კუნძულების შემადგენლობაში შედის. მდებარეობს დასავლეთ ფილიპინების ზღვაში, პუერტო-პრინსესადან 280 საზღვაო მილით ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან ― 932 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთ ბარანგაის მოიცავს, პანგ-ასას კუნძულზე, რომელიც მუნიციპალური ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. კალაიაანი ფილიპინების ყველაზე ნაკლებად დასახლებული მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტის საშუალო წლიური შემოსავალი 47 მილიონი ფილიპინური პესოა (დაახლოებით 1.1 მილიონი აშშ დოლარი).[2]
კალაიაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს დასაფრენი ზოლი, საზღვაო პორტი, საავადმყოფო, პოლიციის სადგური, საზღვაო დაცვის სადგური, საზღვაო კვლევის ცენტრი და დაწყებითი სკოლა.[3]
წარსულში სამხედრო კუნძულზე, პანგ-ასაზე, 2002 წლიდან სამოქალაქო დასახლება შეიქმნა.[3][4]
ისტორია
რედაქტირებაწყაროების თანახმად, სხვადასხვა დროს სპრატლის კუნძულები ჩინელი და ვიეტნამელი მეთევზეებით იყო დასახლებული. 1888 წელს სპრატლის კუნძულებსა და ამბოაიანის კუნძულზე გუანოს მოპოვების უფლება ცენტრალური ბორნეოს კომპანიამ მიიღო.[5] მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ფრანგული ინდოჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ძალებმა დაიკავეს.[6][7][8] 1956 წლამდე კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ სახლობდა, სანამ ფილიპინელმა თავგადასავლების მაძიებელმა, ტომას კლომა უფროსმა სპრატლის კუნძულების ნაწილი თავის საკუთრებად არ გამოაცხადა და „თავისუფლების მიწის თავისუფალი ტერიტორია“ უწოდა.[9]
1947 წელს ტომას კლომამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაუსახლებელი კუნძულები „აღმოაჩინა.“[10] 1956 წლის 31 მაისს კლომამ თავისუფალი მიწის თავისუფალი ტერიტორია დააარსა. ათი დღის შემდეგ ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მიერ ათვისებულ ტერიტორიას „თავისუფალი მიწა“ ეწოდებოდა.[11] კლომამ დედაქალაქად კუნძული პატაგი (ბრტყელი კუნძული) გამოაცხადა. კლომას მიერ ტერიტორიების დაქვემდებარებაზე განცხადებას მეზობელი ქვეყნებიდან მწვავე რეაქცია მოყვა, განსაკუთრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. 1974 წელს კლომამ კუნძულებზე უფლებები 1 პესოდ გაყიდა, როდესაც ფერდინანდ მარკოსმა დააპატიმრა.[12]
სპრატლის კუნძულებზე პრეტენზია, მთლიანად ან ნაწილობრივ, ფილიპინებს, ტაივანს, ჩინეთს, ვიეტნამსა და მალაიზიას აქვთ. ფილიპინების სუვერენიტეტის ქვეშ 10 მცირე კუნძული და რიფია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამჟამად შვიდ რიფს იკავებს.
1978 წლის 11 ივნისს ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა №1596 საპრეზიდენტო დეკრეტს, რომლის საფუძველზეც კალაიაანის მუნიციპალიტეტი შეიქმნა.[13] №9522 რესპუბლიკური აქტის მიხედვით, კალაიაანის კუნძულზე სუვერენიტეტს ფილიპინები ფლობს.[14]
გეოგრაფია
რედაქტირებაკალაიაანის მუნიციპალიტეტი პალავანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთ ბარანგაის, პანგ-ასას მოიცავს. ამჟამად მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ქვეშ 8 პატარა კუნძული და სამი რიფია. მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 79 ჰექტარია (0.79 კმ²).
კუნძულების უმრავლესობა ბრტყელი ტოპოგრაფიით ხასიათდება. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — კალაიაანი (პალავანი) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 27 | 26 | 27 | 28 | 29 | 29 | 28 | 28 | 28 | 28 | 28 | 27 | 28 |
საშუალო დაბალი °C | 26 | 26 | 26 | 28 | 28 | 28 | 28 | 27 | 27 | 27 | 27 | 26 | 27 |
საშუალო ნალექი (მმ) | 155 | 71 | 101 | 80 | 251 | 407 | 399 | 344 | 400 | 314 | 338 | 347 | 3 207 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 17.4 | 11.1 | 11.8 | 11.2 | 19.4 | 24.6 | 25.3 | 25.2 | 25.4 | 24.1 | 24.6 | 23.5 | 243.6 |
წყარო: Meteoblue (modeled/calculated data, not measured locally)[15] |
დემოგრაფია
რედაქტირება2020 წლის აღწერით, კალაიაანის მოსახლეობა 193 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლი 0.67 ადამიანი 1 კმ²-ზე.
პოლიტიკა
რედაქტირებაკალაიაანის პირველი არჩევნები 1980 წლის 30 იანვარს ჩატარდა. მუნიციპალიტეტის პირველ მერად ალონერ მ. ერალდო აირჩიეს. 1988 წლის 18 იანვარს მუნიციპალიტეტის დემილიტარიზაცია მოხდა. პირველი თავისუფალი არჩევნები 1992 წლის 11 მაისს ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის კალაიაანის მუნიციპალიტეტის მერი რობერტო მ. დელ მუნდოა, ხოლო ვიცე-მერი ― ერმოსო ა. ორნოპიაა. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ფრანც იოზეფ ჯორჯ ე. ალვარესი.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- (1996) The Spratly Islands dispute: who's on first?. IBRU. ISBN 978-1-897643-23-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kalayaan, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Kalayaan Profile at PhilAtlas.com
- Kalayaan Palawan - Official Website დაარქივებული 2021-11-17 საიტზე Wayback Machine.
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System დაარქივებული 2016-01-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Countries Around South China Sea Bolster Claims With Island Outposts.
- ↑ 3.0 3.1 Esmaquel II, Paterno (19 July 2014). „PH town 'no match' vs China's Sansha City“. Rappler. ციტირების თარიღი: 21 March 2014.
- ↑ Angelina G. Goloy "Promise of Pag-asa", Manila Standard, Manila, 22 August 2005. Retrieved on 10 October 2005.
- ↑ FO 881/5741. ციტირების თარიღი: 20 February 2020
- ↑ Timeline. History of the Spratlys. www.spratlys.org. ციტირების თარიღი: 21 March 2014
- ↑ Chemillier-Gendreau, Monique (2000). Sovereignty Over the Paracel and Spratly Islands. Kluwer Law International. ISBN 978-9041113818.
- ↑ (2010) China Sea pilot, 8th, Taunton: UKHO – United Kingdom Hydrographic Office.
- ↑ „China and Philippines: The reasons why a battle for Zhongye (Pag-asa) Island seems unavoidable“. China Daily Mail. 13 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2014. ციტირების თარიღი: 21 March 2014.
- ↑ Palatino, Mong (1 November 2010). „Aquino's Spratly Islands Call“. The Diplomat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2019. ციტირების თარიღი: 14 May 2019.
- ↑ (2 March 2016) Arbitration Concerning the South China Sea: Philippines Versus China. Routledge, გვ. 17–. ISBN 978-1-317-17989-4.
- ↑ Womack, Brantly (13 February 2006). China and Vietnam. Cambridge University Press, გვ. 218 footnote 18. ISBN 9781139448444.
- ↑ Republic Act No. 9522. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2019
- ↑ PREAMBLE TO THE UNITED NATIONS CONVENTION ON THE LAW OF THE SEA. ციტირების თარიღი: 14 May 2019
- ↑ Kalayaan, Palawan: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 17 November 2019