კაიო-საეტია (ესპ. Cayo Saetia) — 42 კმ² ფართობის მქონე კუნძული კუბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოლგინის პროვინციის შემადგენლობაში.

კაიო-საეტია — კუბა
კაიო-საეტია
კაიო-საეტიას მდებარეობა
კაიო-საეტიას პლაჟი

მდებარეობს ოლგინის პროვინციიდან 120 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნიპეს უბესა და ატლანტის ოკეანეს შორის. კუბის ძირითად ნაწილთან დაკავშირებულია ხიდით. ერთ დროს კუნძული ადგილობრივი მთავრობის სპორტულ სანადირო ნაკრძალს წარმოადგენდა, ამჟამად კი საკურორტო კუნძულია. უახლოესი ქალაქია მაიარი. გარემოში ერთმანეთთანაა შერწყმული ღია ვაკეები და ტყეები, ასევე ჭაობიანი ადგილები, რომლებიც ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვრცელდება. გავრცელებულია ზებრა, წყლის ბუფალო, გარეული ტახი, მრავალი სახოების ანტილოპა და ირემი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება