იაგორ კაზალიკაშვილი
იაგორ კაზალიკაშვილი (დ. 2 მაისი, 1882, სოფელი სტეფანწმინდა, ალხანდელი დაბა სტეფანწმინდა — გ. 15 სექტემბერი, 1935, იქვე) — ქართველი ალპინისტი. ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ღარიბი გლეხის შვილი. ერთხანს მუშაობდა დევდარაკის (ყაზბეგის რაიონში) სპილენძის მაღაროში მუშად, შემდეგ იყო მთამსვლელ-გამყოლი. ხევში საკოლმეურნეო მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები და ყაზბეგის კოლმეურნეობის პირველი თავმჯდომარე. 1907 წელს პირველად, უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე.[1] 1923 წელს იყო მყინვარწვერზე პირველი საბჭოთა ასვლის მონაწილე. ავიდა იალბუზზე, ადაი-ხოხზე, თეთნულდზე, მარუხზე და სხვა. იყო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის მთავარი გამყოლი მყინვარწვერზე (1923), თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934).[2] ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურის პირველი მოზამთრე (1934). გამოცემულია მისი ლექსების კრებული (1933).
იაგორ კაზალიკაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 მაისი 1882 სტეფანწმინდა |
გარდაცვალების თარიღი |
15 სექტემბერი, 1935 სტეფანწმინდა |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მთამსვლელ-გამყოლი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 316.
- ↑ იაგორ კაზალიკაშვილი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-16. ციტირების თარიღი: 2021-01-31.