კავკასიური გოჭალა
თევზი გოჭალასებრთა ოჯახისა
კავკასიური გოჭალა (ლათ. Barbatula barbatula caucasicus) — თევზი გოჭალასებრთა ოჯახისა. კავკასიის ენდემი. ლევ ბერგი და სხვა მეცნიერები მას განიხილავენ როგორც განსაკუთრებულ ქვესახეობას (1949). მაქსიმალური სიგრძე 9 სმ, მასა — 5 გ. მტკნარი წყლის თევზია. ბინადრობს ტბებსა და წყალსაცავებში, შლამიან და ქვა-ქვიშიან ადგილებში. მრავლდება ივნისიდან სექტემბრამდე, სქესობრივად მწიფდება 2–4 წლის ასაკში, მისი ნაყოფიერება აღწევს 2000–3000 ქვირითს. იკვებება წყალმცენარეებით, ბენთოსითა და პლანქტონით. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა წყალსაცავსა და მდინარეში.[1][2]
კავკასიური გოჭალა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Barbatula barbatula caucasicus (Berg, 1899) | |||||||||||||||||
|
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ნინუა ნ., კავკასიური გოჭალა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.
- ↑ ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 74, ISBN 978-9-94193-023-2.