ულვაშა გოჭალა (ლათ. Barbatula) — მტკნარი წყლის თევზების გვარი. მათი სხეულის სიგრძე 10–22 სმ-ია, ტანი დაბალი, თითისტარასებრი და ლორწოთი დაფარულია. შეფერილობა ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან მოყვითალოა, აყრია მუქი ლაქები (განსაკუთრებით ფარფლებზე). პირი პატარაა, ქვემოთ განლაგებული, 6 ცალი ულვაშით. საცურავი ბუშტი მთლიანად ძვლოვან კაფსულაშია მოთავსებული. ფსკერის თევზებია; იკვებებიან უხერხემლოებით, მწერების მატლებით, მცენარეული საკვებით. ზამთარში იფლობიან შლამში, იტანენ წყალსატევების დროებით ამოშრობებს; მგრძნობიარეები არიან ამინდის ცვალებადობისადმი.[1] ცნობილია 20-მდე სახეობა.[2] ძირითადად ბინადრობენ ინდოეთის, ჩინეთის, მონღოლეთისა და ტიბეტის მდინარეების ზემო და შუა წელზე. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვთ.[1]