ალინა კაბაევა

(გადამისამართდა გვერდიდან კაბაევა, ალინა)

ალინა კაბაევა (რუს. Алина Маратовна Кабаева; დ. 12 მაისი, 1983, ტაშკენტი) — რუსი ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე, მოდელი, მსახიობი და პოლიტიკოსი. არის რუსეთის სპორტის საპატიო ოსტატი. მხატვრულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს 2 ოლიმპიური მედალი. 14 მედალი აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატზე, 25 მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. 2007-2014 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“. 2014 წლიდან არის ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

ალინა კაბაევა

კაბაევა ორდენით „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ალინა მარატის ასული კაბაევა
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1983 (1983-05-12) (41 წლის)
დაბ. ადგილი ტაშკენტი
სიმაღლე 166 სმ
წონა 50 კგ
საიტი kabaeva-alina.com
სპორტი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სპორტი ტანვარჯიში
სახეობა მხატვრული ტანვარჯიში
მწვრთნელი ირინა ვინერი
ჯილდოები ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი და მეგობრობის ორდენი

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა ორდენით „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“, 2005

კაბაევა, თათარი მამისა და რუსი დედის ოჯახში, დაიბადა ტაშკენტში, უზბეკეთის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში, 1983 წლის 12 მაისს.[1] კაბაევას მამა, მარატ კაბაევი, იყო პროფესიონალური ფეხბურთელი და ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის გამოცვლა უზბეკეთში, ყაზახეთსა და რუსეთში.

2002 წელს კაბაევა ისლამის მიმდევარი იყო.[2] 2003 წელს მოინათლა ქრისტიანად.[3]

2004 წელს ურთიერთობაში იყო პოლიციელ დავით მუსელიანთან.[4][5] მათი ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ, 2005 წელს დასრულდა.[6]

2008 წლის აპრილში „Moskovsky Korrespondent“ წერდა რომ კაბაევას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან.[7]

მხატვრული ტანვარჯიში რედაქტირება

 
კაბაევა 1999 წელს

კაბაევამ მხატვრული ტანვარჯიშში ვარჯიში 3 წლის ასაკში, მარგარიტა სამუილოვნასთან დაიწყო.[8] თინეიჯერობის პერიოდში, კაბაევა მოსკოვში გადავიდა, სადაც დედამისმა იგი მწვრთნელ ირინა ვინერთან მიიყვანა.[9] კაბაევამ კარიერის მანძილზე ოლიმპიადაზე 2 მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიდაზე კაბაევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 4 წლის შემდეგ, 2004 წელს ათენში გამართულ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კარიერა დაამთავრა 2007 წელს, 24 წლის ასაკში. კარიერის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადსხვა წლებში მოიპოვა 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.

სამსახიობო და სამოდელო კარიერა რედაქტირება

2001 წელს კაბაევამ მიიღო მონაწილეობა იაპონურ ფილმში „Red Shadow“.[10]

2009 წლის მაისში კაბაევა გაემგზავრა იაპონიაში და ბიკინით მონაწილეობა მიიღო ფოტოგადაღებაში.

2011 წლის იანვარში კაბაევა გამოჩნდა „Vogue Russia“-ს გარეკანზე.[11][12] ამავე თვეში, დაიწყო მუსიკალური კარიერა და გამოჩნდა სცენაზე.[13]

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

 
ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა, 2001
ალინა კაბაევა
ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2014
პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2014

მოქალაქეობა  რუსეთი
პოლიტიკური პარტიაერთიანი რუსეთი
მამამარატ კაბაევი
დედალიუბოვი კაბაევა

2005 წლიდან იყო რუსეთის სახალხო პალატის წევრი.[14]

2008 წლის თებერვლიდან იყო ეროვნული მედია ჯგუფის საჯარო საბჭოს თავმჯდომარე მედია ჯგუფი აკონტროლებს „იზვესტიას“, რუსეთის პირველ არხსა და „REN TV“-ს.[15]

2007-2014 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“.[16][17]

2014 წლის სექტემბერში კაბაევამ დატოვა რუსეთის სახელმწიფო დუმა და დასთანხმდა ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნას, რომელიც რუსეთის უდიდესი კონგლომერატია..[18]

კაბაევას ხშირად აკრიტიკებენ გამოუცდელობისა და მაღალი ხელფასის გამო, მაშინ როდესაც ნიშნავენ მაღალ თანამდებობზე.[19][20] 2018 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი და მეგობრობის ორდენი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Alina Kabaeva. ESPN. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2008.
  2. Кабаеву не пустили в мечеть ru (28 November 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2021.
  3. Алина Кабаева: Все мужики ходят «налево» (17 April 2003). ციტირების თარიღი: 26 January 2021
  4. Алина Кабаева выходит замуж? ru (6 October 2004). ციტირების თარიღი: 30 April 2020
  5. Алина Кабаева: «Я скрывала свою любовь два года». Журнал «Семь дней», № 41, 4-11 октября 2004, с. 72-77.
  6. СВАДЬБА КАБАЕВОЙ И МУСЕЛИАНИ НЕ СОСТОЯЛАСЬ: МИЛИЦИОНЕР ПРОМЕНЯЛ ГИМНАСТКУ НА АКТРИСУ ru (14 February 2006). ციტირების თარიღი: 30 April 2020
  7. „Putin Romance Rumors Keep Public Riveted“. Radio Free Europe/Radio Liberty. 18 April 2008. ციტირების თარიღი: 29 April 2020.
  8. Alina Kabaeva. My teachers. Kabaeva-alina.com. Retrieved 16 December 2010.
  9. Sports Stars at Age 17. Olympic Channel Service, S.L. (4 April 2017). ციტირების თარიღი: 4 April 2017
  10. Alina Kabaeva at IMDb. IMDb.com Inc., USA (6 April 2017). ციტირების თარიღი: 6 April 2017
  11. Putin’s Gymnast Alina Kabaeva Covers Vogue Russia January 2011. Vogue Russia (13 December 2010). ციტირების თარიღი: 23 March 2017
  12. Weir, Fred. Alina Kabaeva on Cover of Russia's Vogue in Triumph of Celebrity Politics. Christian Science Monitor, USA (15 December 2010). ციტირების თარიღი: 7 April 2017
  13. Alina Kabaeva - List of Cosmopolitan Russia Articles. Cosmopolitan Russia (16 May 2017). ციტირების თარიღი: 16 May 2017
  14. Biography of Alina Kabayeva. Sports Reference LLC (7 April 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2021.
  15. NMG Public Council დაარქივებული 2017-03-20 საიტზე Wayback Machine. . nm-g.ru
  16. Руслан Исмаилов (Ruslan Ismailov); Ольга Братцева (Olga Brattseva) (21 December 2012). „დაარქივებული ასლი“ "Дети вне политики!" Идеолог, свердловский депутат Госдумы "закона Димы Яковлева": "Дауны останутся в России. Всё!" "Они все – Лахова, Кабаева, Роднина – утратили право называться женщинами" [“Children are out of politics!” Ideologist, Sverdlovsk State Duma deputy of the “Dima Yakovlev Law”: “Downs will remain in Russia. Everything!" “They all - Lakhova, Kabaeva, Rodnina - have lost the right to be called women”]. Znak.com (რუსული). Yekaterinburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  17. დაარქივებული ასლი ru. State Duma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 August 2013
  18. „Алина Кабаева станет председателем совета директоров "Национальной Медиа Группы" [Alina Kabaeva will become the chairman of the board of directors of the National Media Group]. TASS (რუსული). 15 September 2014.
  19. Walker, Shaun (16 September 2014). Written at Moscow. „Putin's 'girlfriend' Alina Kabaeva to head pro-Kremlin media group“. The Guardian. London: Guardian Media Group. ციტირების თარიღი: 27 November 2020.
  20. Bennetts, Marc (25 November 2020). Written at Moscow. „President Putin’s ‘girlfriend’ paid £7.7m a year to run media group“. The Times (ინგლისური). London: Times Newspapers. ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 27 November 2020.