იხშიდიდთა დინასტია
იხშიდიდთა დინასტია (არაბ. الإخشيديون, რომანიზებული: al-Ikhshīdīyūn) — თურქი მამლუქების წარმომავლობის დინასტია, რომელიც ეგვიპტესა და ლევანტს მართავდა 935-დან 969 წლამდე.[1] დინასტია ატარებდა არაბულ წოდებას „ვალი“, რაც გამოხატავდა აბასიანების სახელით გამოხატული მმართველების პოზიციას. იხშიდიდების მართველობა დასასრულს მიუახლოვდა, როცა 969 წელს ფატიმიდების არმიამ დაიპყრო ფუსტატი.[2] თურქი მამლუქების ჯარისკაცი, მუჰამად იბნ თუღჯ ალ-იხშიდი,[3][4] აბასიანთა ხალიფის, ალ-რადის მიერ გამგებლად დაინიშნა.[5]
იხშიდიდები الإخشيديون |
|||
---|---|---|---|
იხშიდიდთა სახელმწიფო (ნათელი ვარდისფერი), როგორც აბასიანთა ერთ-ერთი მემკვიდრე სახელმწიფო
|
|||
დედაქალაქი | ფუსტატი | ||
რელიგია | ისლამი (უპირატესად)
კოპტი ორთოდოქსი მარონიტის ეკლესია |
||
ტიპი | ვალი გამგებელი | ||
ლიდერები | |||
- | 935–946 წწ. | მუჰამედ იბნ ტუღჯ ალ-იხშიდი | |
- | 946–961 წწ. | აბულ-კასიმ უნუჯურ იბნ ალ-იხშიდი | |
- | 961–966 წწ. | აბულ-ჰასან ალი იბნ ალ-იხშიდი | |
- | 966–968 წწ. | აბულ-მისკ კაფური | |
- | 968–969 წწ. | აბულ-ფავარისი აჰმად იბნ ალი იბნ ალ-იხშიდი | |
დაარსება | 935 წ. | ||
- | ფატიმიდების დაპყრობა | 969 წ. |
იხშიდიდების ოჯახის საფლავი განთავსებულია იერუსალიმში.[6]
ისტორია
რედაქტირებასახელწოდების წარმოშობა
რედაქტირებასახელი „იხშიდიდები“ მომდონარეობს ცენტრალური აზიური დინასტიური სახელი იშხიდიდან, რომელიც მიეკუთვნებოდა დიდგვაროვნების წოდებას. ისინი სარგებლობდნენ პრესტიჟით ცენტრალურ აზიაში ჯერ კიდევ მე-10 საუკუნისთვის. აღნიშნული სახელი თურქმა სამხედრო მეთაურმა და ეგვიპტის მმართველმა, მუჰამად იბნ თურღმა იწოდა, რომლის ბაბუა წარმოშობით იყო ფერღანადან. ამ წოდების შემდეგ, ალ-იხშიდიდმა დააარსა მცირე ხნის განმავლობაში არსებული დინასტია, რომელიც ცნობილია, როგორც იშხიდიდების დინასტია.
დაარსება
რედაქტირებაიხშიდიდების სახელმწიფოს შექმნა იყო აბასიანების ფართო დეზინტეგრაციისა და დეცენტრალიზაციის ნაწილი სამარას ანარქიის შემდეგ, როცა მთავრობა გახდა უფრო დეცენტრალიზებული. დამფუძნებელი მუჰამად იბნ თურღ ალ-იშხიდი გარკვეული ფორმით სამხედრო ძალაუფლებას ფლობდა[7] და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ძლევამოსილ სამხედრო ლიდერთან, მუნის ალ-მუზაფართან. სანამ იგი ფუსტატში დაინიშნებოდა, გამგებლის პოსტი ეკავა დამასკოში. თავდაპირველად, 933 წელს იგი დაინიშნა ეგვიპტის გამგებლის პოსტზე, მაგრამ არ წასულა სამუშაოდ პირველივე ვადის დროს.[8] 935 წელს, იგი დაინიშნა გამგებლად მეორე ვადით მაშინ, როცა ქვეყანა იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში მრავალი თვალსაზრისით. ალ-იხშიდმა მიწიდან და ზღვიდან წამოიწყო ლაშქრობა ეგვიპტის დასაპყრობად. საზღვაო ძალებმა დაიკავეს ტენისი და გზიდან ჩამოიცილეს მთავარი ოპონენტი, აჰმად იბნ ქეიღალაღი, აიძულეს რა უკანდახევა და იბნ თუღჯთან მოლაპარაკება, აგვისტოში ფუსტატის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით.[9] ფატიმიდები იმ დროს წარმოადგენდნენ მთავარ საფრთხეს და შესამჩნევი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ იბნ თუღჯის ძმას, უბაიდ ალაჰს დასრულებინა მათი დამარცხება 936 წლის ნოემბერში.[10] იმ წლებში არსებობდა შესაშური სტაბილურობა, ეკონომიკური ქაოსისა და ბედუინების თარეშის ნაკლებობა, რასაც თან ახლდა მძარცველობის აკრძალვა, რაც განაპირობებდა ეგვიპტის დაშოშმინებას. იბნ თუღჯი ცდილობდა აბასიანებისგან ალ-იხშიდის სასტიკი ტიტულის (ლაქაბი) მოპოვებას, რაც გულისხმობს „ფარღანიანების მეფეს“. მისი ოფიციალური აღიარება ჩამოვიდა 939 წლის ივლისში.[11]
კონსოლიდაცია
რედაქტირებამუჰამად იბნ რაიქმა დაიკავა სირია 939 წელს, რაც საფრთხეს უქმნიდა ეგვიპტეს. გაშმაგებული იბნ თუღჯი დაიმუქრა, რომ აბასიანების მტრის, ფატიმიდების აღიარებას ეცდებოდა, რამდენადაც აბასიანების ხალიფას არ უღიარებია დე-იურე გამგებლად იბნ თუღჯი. თუმცა, მისი მარტივი მიზნები ძირითადად აისახა თავდაცვით ქმედებებში და საბოლოოდ, შეუთანხმდა იბნ რაიკს, რომლითაც იბნ ტუღჯი გააგრძელებდა ეგვიპტისა და იგივე იბნ რაიკისთვის ბრძოლას სირიაში, რომელიც დაყოფილი იქნებოდა რამლა-ტიბერიას შორის.[13] 944 წელს, ეგვიპტის, სირიისა და ჰიჯაზის გამგებლობა 30 წლით თუღჯის ოჯახს გადაეცა, ხოლო მისი თანამდებობები – მის ვაჟს, აბულ ქასიმს.[14] 942 წელს, აბულ ქასიმმა დაიწყო თავის სახელზე მონეტების მოჭრა, ხოლო ძალაუფლების ცვლილებები ბაღდადში ნიშნავდა ნაკლებ ცენტრალურ ხელისუფლებას. 945 წელს, აბულ ქასიმმა დაამარცხა საიფ ალ-დავლა, მომდევნო მოწინააღმდეგე, რომელმაც ხელში ჩაიგდო დამასკო,[15] რაც აისახა შეთანხმებაში 946 წელს მის გარდაცვალებამდე. აბულ ქასიმმა წამოიწყო კონფლიქტი საიფ ალ-დავლასთან და შეებრძოლა მას დამასკოში, ხოლო ალ-დავლამ მალევე განახორციელა ალეპოს ოკუპაცია 947 წელს. პარალელურად მოხდა შუა ეგვიპტის გამგებლის, ღაბუნის აჯანყება, რომელმაც მოახერხა ფუსტატის დაკავება გარდაცვალებამდე იმავე წელს. მიუხედავად ამისა, კაფურის მიერ დაშოშმინების პოლიტიკის გაგრძელებამ ხელი შეუწყო მოლაპარაკების გაგრძელებას იხშიდიდებსა და ჰამდანიდებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, რომლითაც დამასკო კვლავ ეგვიპტელების ხელში აღმოჩნდა და ჰამდანიდებისთვის ხარკის გადახდაც შეწყდა, ხოლო საზღვრები დიდწილად შეესაბამებოდა სტატუს-კვოს.[16] პრაქტიკულად, მშვიდობა დამყარდა იხშიდიდების საზღვარზე და ფატიმიდები კვლავ მთავარ საფრთხედ დატოვა, ხოლო ბიზანტიელებზე პასუხისმგებლობა ჰამდანიდებს დაეკისრათ. 946 წელს იბნ თუღჯის გარდაცვლაების შემდეგ, კაფურს ხელთ ეპყრა რეალური ხელისუფლება და თანამედროვეთა შორის დიდი მოწონებას იმსახურებდა.[16]
უსიამოვნებები, დაღმასვლა და დაპყრობა ფატიმიდების მიერ
რედაქტირებამაკურიის სამეფოს შემოსევები მოხდა 950 წელს, ხოლო უფრო სერიოზული შემოსევა მოხდა 965 წელს, როდესაც ასვანი გაძარცვეს. ეს დაემთხვა 963–968 წლების შიმშილს, მაშინ როცა ბერბერებმა, ბედუინებმა და ყარმატებმა ისარგებლეს დასუსტებული სახელმწიფოთი.[18] 966 წელს, კაფურმა, აბულ-ჰასანის სიკვდილის შემდეგ, სათავეში მოექცა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გაურკვევლობა მისი, როგორც საჭურისის სტატუსის გამო. მიუხედავად ამისა, მან მიიღო წოდება "Ustādh", რაც ნიშნავს „ბატონს“, ბაღდადიდან, რამაც მას გარკვეული ლეგიტიმაცია მანიჭა. იბნ კილისი, კაფურის ვეზირი, დააპატიმრეს კაფურის გარდაცვალებისას 968 წელს, ხოლო გათავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ფატიმიდ იფრიქიაში და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.[19] 934 წელს ფატიმიდებმა საჭურისი რაიდანის მეთაურობით მოახერხეს ალექსანდრიის აღება, თუმცა ამ უკანასკნელებმა მოიგერიეს შეტევა.[20] მხოლოდ ფატიმიდების გენერლის ჯავჰარ ალ-სიქილის შემდგომმა მცდელობამ გაამართლა და ეგვიპტის დაპყრობა განხორცილედა 969 წელს. უბეიდ ალაჰი, მუჰამედ იბნ ტუღჯის ძმა, სირიაში 970 წლის მარტამდე იმყოფებოდა, სანამ ის დაამარცხა და დაატყვევა ჯაფარ იბნ ფალაჰმა, რაც მიუთითებდა იხშიდიდთა დინასტიის, როგორც მმართველი ძალის დასასრულის შესახებ.
იხშიდიდი მართველები
რედაქტირება- 935–946 წწ. მუჰამედ იბნ ტუღჯ ალ-იხშიდი (محمد بن طغج الإخشيد)
- 946–961 წწ. აბულ-კასიმ უნუჯურ იბნ ალ-იხშიდი (أبو القاسم أنوجور بن الإخشيد)
- 961–966 წწ. აბულ-ჰასან ალი იბნ ალ-იხშიდი (أبو الحسن علي بن الإخشيد)
- 966–968 წწ. აბულ-მისკ კაფური (أبو المسك كافور)
- 968–969 წწ. აბულ-ფავარისი აჰმად იბნ ალი იბნ ალ-იხშიდი (أبو الفوارس أحمد بن على بن الإخشيد)
სამხედრო სფერო
რედაქტირებაფატიმიდების მსგავსად, იხშიდიდებმაც გამოიყენეს შავკანიანი მონების ჯარები.[21] ეს პრაქტიკა დაიწყო ტულუნიდებთან 870 წელს, სადაც აფრიკელებს იყენებდნენ ქვეითი ჯარის სახით. ფინანსური მიზეზების გამო, იხშიდების აყვანა უფრო იაფი ღირდა, ვიდრე თურქი სამხედრო მონების, რომლებსაც იყენებდნენ კავალერიად.[22]
მონეტა
რედაქტირებამხოლოდ ოქროს მონეტებია გავრცელებული, სპილენძი ძალიან იშვიათია. დინარებს ძირითადად ჭრიდნენ მისრში (ფუსტატში) და ფილასტინში (ალ-რამლა), დირჰემებს ჩვეულებრივ ჭრიდნენ ფილასტინში და ნაკლებად ხშირად ტაბარიაში, დიმაშქსა და ჰიმსში. დირჰემის სხვა მონეტები საკმაოდ იშვიათია. მისრში დინარები ხშირად კარგად არის გამოჭედილი, ხოლო ფილასტინის დინარები უფრო უხეშია. დირჰემი ჩვეულებრივ უხეშად არის მოჭრილი და ხშირად გაუგებარია, თუ რა წერია მონეტის ნახევარზე.[23]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Holt, Peter Malcolm (2004). The Crusader States and Their Neighbours, 1098-1291, გვ. 6. ISBN 978-0-582-36931-3. „The two gubernatorial dynasties in Egypt which have already been mentioned, the Tulunids and the Ikhshidids, were both of Mamluk origin“
- ↑ (2002) რედ. J. D. Fage, Roland Anthony Oliver: The Fatimid Revolution (861-973) and its aftermath in North Africa, Michael Brett, The Cambridge History of Africa, Vol. 2, Cambridge University Press, გვ. 622.
- ↑ Abulafia, David (2011). The Mediterranean in History, გვ. 170.
- ↑ Bacharach, Jere L. (2006). Medieval Islamic Civilization, გვ. 382.
- ↑ C.E. Bosworth (1996). The New Islamic Dynasties. Columbia University Press, გვ. 62.
- ↑ Max Van Berchem, MIFAO 44 - Matériaux pour un Corpus Inscriptionum Arabicarum Part 2 Syrie du Sud T.2 Jérusalem Haram (1927), no. 146, გვ. 13-14. „“L’émir Muhammad mourut à Damas en 334 (946) et son corps fut transporté et inhumé à Jérusalem. L’émir Unūdjūr mourut en 349 (960) et son corps fut porté à Jérusalem et inhumé à côté de celui de son père. L’émir ‘Ali mourut en 355 (966) et son corps fut transporté à Jérusalem et inhumé à côté de ceux de son père et de son frère. Enfin l'ustādh Kāfūr mourut en 357 (968) et son corps fut transporté et inhumé à Jérusalem, sans doute auprès de ceux de ses maîtres. Ainsi les Ikhshidides avaient leur caveau funéraire à Jérusalem. Bien plus, un auteur contemporain précise que «l'émir Ali fut transporté dans un cercueil à Jérusalem et enterré, avec son frère et son père, ce tout près du Bāb al-asbāt ou porte des Tribus (1). Ce nom désignait et désigne encore la porte du Haram désigne encore la porte du Haram qui s'ouvre dans l'angle nord-est de l'esplanade (2), et précisément derrière le n° 146, à l'intérieur du mur d’enceinte.”“
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 590. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 591. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 593. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 594. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 595. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Kadi, Galila El; Bonnamy, Alain (2007) Architecture for the Dead : Cairo's Medieval Necropolis (en). American Univ in Cairo Press, გვ. 96, 297. ISBN 978-977-416-074-5.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 599–600. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 597. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ Bacharach, Jere L. (October 1975). "The Career of Muḥammad Ibn Ṭughj Al-Ikhshīd, a Tenth-Century Governor of Egypt". Speculum. 50 (4): 608. doi:10.2307/2855469. JSTOR 2855469. S2CID 161166177.
- ↑ 16.0 16.1 Petry, Carl F. (10 Jul 2008). The Cambridge History of Egypt, Volume 1. Cambridge University Press, გვ. 115.
- ↑ Textile Fragment en.
- ↑ Petry, Carl F. (10 Jul 2008) The Cambridge History of Egypt, Volume 1. Cambridge University Press, გვ. 116.
- ↑ Petry, Carl F. (10 Jul 2008) The Cambridge History of Egypt, Volume 1. Cambridge University Press, გვ. 117.
- ↑ El-Azhari, Taef Kamal (2013) Gender and history in the Fatimid State: The case of Eunuchs 909-1171, გვ. 14.
- ↑ Lev, Yaacov (August 1987). "Army, Regime, and Society in Fatimid Egypt, 358-487/968-1094". International Journal of Middle East Studies. 19 (3): 337–365. doi:10.1017/S0020743800056762. S2CID 162310414.
- ↑ Bacharach, Jere L. (November 1981). "African Military Slaves in the Medieval Middle East: The Cases of Iraq (869–955) and Egypt (868–1171)". International Journal of Middle East Studies. 13 (4): 477–480. doi:10.1017/S0020743800055860. S2CID 161458709.
- ↑ Album, Stephen.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bacharach, Jere L. (1993). "Muḥammad b. Ṭug̲h̲d̲j". In Bosworth, C. E.; van Donzel, E.; Heinrichs, W. P. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume VII: Mif–Naz. Leiden: E. J. Brill. p. 411. ISBN 978-90-04-09419-2.
- Bosworth, C. E. (1971). "Ik̲h̲s̲h̲īd". In Lewis, B.; Ménage, V. L.; Pellat, Ch. & Schacht, J. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume III: H–Iram. Leiden: E. J. Brill. p. 1060. OCLC 495469525.