იშქაშიმის ქედი
იშქაშიმის ქედი — ქედი ტაჯიკეთში, პამირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შაჰდარის ქედის დასავლეთი ნაწილი. ადმინისტრაციულად განლაგებულია მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.[1]
იშქაშიმის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 37°00′ ჩ. გ. 71°40′ ა. გ. / 37.000° ჩ. გ. 71.667° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
ტერიტორიული ერთეული | მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი |
უმაღლესი წერტილი | მაიაკოვსკის პიკი |
სიმაღლე | 6096 მ |
სიგრძე | 95 კმ |
ამგებელი ქანები | მეტამორფული ქანები |
ქედი გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით მდინარე ფანჯის მარჯვენა სანაპირის გასწვრივ 95 კმ-ზე ჩრდილოეთით მდინარე გუნტის შესართავიდან სამხრეთით ქალაქ იშქაშიმის რაიონში მდებარე ფანჯის მკვეთრ მოსახვევამდე. ჩრდილოეთი მონაკვეთის საშუალო სიმაღლე შეადგენს 4630 მ-ს, სამხრეთისა — 5560 მ. უმაღლესი წერტილია მაიაკოვსკის პიკი (6096 მ). ქედი უმეტესწიალდ აგებულია გნაისებით, ამფიბოლიტებითა და სხვა კემბრიუმამდელი ასაკის მეტამორფული ქანებით.[2]
ფერდობებზე მთის სტეპი და უდაბნოა, მდინარეთა ღრმა ხეობებში ღვიის იშვიათი რაყები. გვხვდება ცნობილი თერმული მინერალური წყლები, რომელთა შორის გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ღარმჩაშმა. თხემისპირა ზონაში არის დაახლოებით 315 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 165 კმ².[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ишкашимский район | Горно-Бадахшанская автономная область
- ↑ Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.
- ↑ იშქაშიმის ქედი — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)