იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები
იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები (ინგლ. The Adventures of Ichabod and Mr. Toad) — 1949 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოუშვა Walt Disney Productions-მა, ხოლო დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. ფილმის პირველი ნახევარი ეფუძნება კენეთ გრემის წიგნს „ქარი ტირიფებში“, ხოლო მეორე - ვაშინგტონ ირვინის „მძინარე ღრმულის ლეგენდას“.
„იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები“ | |
---|---|
რეჟისორი |
ჯეკ კინი კლაიდ ჯერონიმი ჯეიმზ ელგარი |
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ეფუძნება |
ქარი ტირიფებში — კენეთ გრემი მძინარე ღრმულის ლეგენდა — ვაშინგტონ ირვინი |
მთხრობელი |
ბეზილ რეტბოუნი (ქარი ტირიფებში) ბინგ კროსბი (მძინარე ღრმულის ლეგენდა) |
როლებში |
ერიკ ბლორი ჯ. პეტ ო'მელი კოლინ კემპბელი ჯონ მაკლეიში კემპბელ გრანტი კლოდ ალისტერი ლესლი დენისონი ედმონდ სტივენსი The Rhythmaires |
კომპოზიტორი | ოლივერ უოლესი |
მონტაჟი | ჯონ ო. იანგი |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures, Inc. |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 68 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით მეთერთმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და უკანასკნელი 1940-იან წლებში. იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები აგრეთვე არის სტუდიების უკანასკნელი 1977 წლის „პინი პუჰამდე“, რომელიც ერთზე მეტი ამბისგან შედგება.
1955 წლიდან ფილმის ორივე ნაწილი სატელევიზიო ეთერში ცალ-ცალკე გადიოდა, „დისნეილენდის“ ფარგლებში. ვიდეოკასეტების გამოჩენასთან ერთად ორივე ერთად გამოიცემოდა.