იური ბორისის ძე ლევიტანი (დ. 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი), 1914, ვლადიმირი — გ. 4 აგვისტო, 1983, სოფ. ბესონოვკა, ბელგოროდის ოლქი) — სრულიად საკავშირო რადიოს დიქტორი (1931 წლიდან), სსრკ სახალხო არტისტი (1980). 17 წლიდან მუშაობდა რადიოში. ფლობდა იშვიათი ტემბრის ხმასა და დრამატული მეტყველების უნარს, ერთმანეთს ორგანულად უხამებდა დეკლამაციურ ოსტატობასა და სამსახიობო გამომხატველობას, რითაც იწვევდა ძლიერ ემოციურ ზემოქმედებას. 50 წლის განმავლობაში კითხულობდა უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ შეტყობინებებს, მ.შ. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს კრებსებს დიდი სამამულო ომის დროს. იური ლევიტანის ხმა ომის წლების ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილი და რამდენიმე თაობისათვის ეპოქის სიმბოლო გახდა. მონაწილეობდა ფილმების, ტელეგადაცემებისა და სხვათა გახმოვანებაში.[1]

იური ლევიტანი
მშობლიური სახელი Юрий Борисович Левитан
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი), 1914
ვლადიმირი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1983 (68 წლის)
ბესონოვკა, ბელგოროდის ოლქი, რსფსრ, სსრკ
დაკრძალულია მოსკოვი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქმიანობა რადიოს დიქტორი
დამსაქმებელი სრულიად საკავშირო რადიო
პარტია სკკპ
ჯილდოები
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“
მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“ მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“
მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედალი „შრომის ვეტერანი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“
მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად“

ხმის ნიმუშები

რედაქტირება
  1. Левитан Юрий Борисович // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 122.