დეკლამაცია
დეკლამაცია (ლათ. declamatio — „ვარჯიში მჭერმეტყველაბაში“) — ლიტერატურული ნაწარმოების გამოთქმით წაკითხვის ხელოვნება. ძველ რომში დეკლამაცია ორატორული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა, საფრანგეთში კი — სცენიდან ლექსისა და სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას. XVII-XVIII საუკუნეებში საფრანგეთის თეატრში კლასიციზმმა დააკანონა სცენური მეტყველების პირობითი მანერა — ამაღლებული, საზეიმო, წამღერებითი მეტყველება, რომელიც ასევე პირობით ჟესტსა და მიმიკასთან ერთად კლასიცისტურ თეატრში მსახიობის ხელოვნების საფუძველს შეადგენდა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში რომანტიზმმა და რეალიზმმა დაარვია დეკლამაციის კლასიცისტური ნორმები, სცენაზე მსახიობის მოქმედება და მეტყველება განსასახიერებელი გმირის ხასიათს დაუქვემდებარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 447.