ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იური კრივორუჩკო ((უკრ. Юрій Григорович Криворучко, ინგლ. Yuriy Kryvoruchko) დ. 19 დეკემბერი, 1986, ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2006), უკრაინის ჩემპიონი (2013)[1]. უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ვერცხლის მედლის მფლობელი.

იური კრივორუჩკო

იური კრივორუჩკო, 2022 წელი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1986 (1986-12-19) (38 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი,უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2006)
ფიდე რეიტინგი 2683 (აპრილი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2717 (ნოემბერი 2015)
ჯილდოები და პრემიები უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი
საიტი grandcoach.com/ru/students/10/

ბიოგრაფია

რედაქტირება

იური ქალაქ ლვივში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 5 წლისას მამა გრიგორმა ასწავლა, ტურნირებზე გამოსვლა კი 7 წლისამ დაიწყო[2]. 2003 წელს ლვივში „დამოუკიდებლობის“ ტურნირი მოიგო, ხოლო 2004 წელს ურგუპში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა 2006 წელს ერევანში მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე[3]. იმავე წელს უკრაინის 20 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. 2008 წელს კაპელ-ლა-გრანდის ტურნირზე სხვა 7 მოჭადრაკესთან ერთად პირველ-მერვე ადგილებს დასჯერდა[4].

2009 ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოვიდა და პირველივე ტურში ივან ჩეპარინოვთან გამოვარდა 2,5:3,5. ტურნირის რეიტინგის მიხედვით 128 მონაწილეს შორის 93-ე იყო. იმავე წელს ნაკრებში მიიწვიეს და ნოვი-სადში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სარეზერვო დაფაზე იასპარეზა. მან ორი მოიგო, 1 წააგო, 3 ყაიმით დაასრულა და გუნდური ბრინჯაო აიღო[5]. რეიკიავიკის ტუნრირზე სამ დიდოსტატთან ერთად პირველ-მეოთხე ადგილზე გავიდა[6]. მომდევნო წელს რეტიმნოს საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა და პირველ-მეექვსე ადგილი აიღო. პირველ-მესამე ადგილებს დასჯერდა პალეოხორას ტურნირზე.

2013 წლის ივნისში კიევში უკრაინის ჩემპიონი გახდა. მან 4 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და რუსლან პონომარიოვის მსგავსად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში აჯობა. აგვისტოში ტრომსეში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა, სადაც 128 მონაწილეს შორის 51-ე იყო. პირველ ტურში პარიმარჯან ნეგი დაამარცხა 4:2, მეორეში მაიკლ ადამსი 2,5:1,5, თუმც მესამეში ვასილ ივანჩუკთან დამარცხდა 1:3.

2015 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სკოპიეს SK Alkaloid-ის შემადგენლობაში იასპარეზა და ინდივიდუალური ბრინჯაო მოიგო, გუნდი კი მეექვსეს დასჯერდა. მომდევნო ორ წელიწადში ამავე კლუბის შემადგენლობაში მეექვსე დაფაზე მოთამაშემ სამი მედალი აიღო. 2016-ში გუნდური ოქრო მოიპოვა, ხოლო 2017-ში გუნდური ვერცხლი და ინდივიდუალური ოქრო. 2017 წლის მაისში ფიდეს რეიტინგში 33-ე ადგილზე აღზევდა, რაც საუკეთესოა მის კარიერაში.

2021 წლის ივლის-აგვისტოში სოჭში ფიდეს მსოფლიოს თასზე მეორე ეტაპიდან გამოვარდა. მან მაიკლ ადამსი ჩაანაცვლა და 206 მონაწილეს შორის რეიტინგით 27-ე იყო. პირველ ტური მეტოქის გარეშე გაიარა, მაგრამ მეორეში ანტე ბრკიჩთან დამარცხდა 1,5:2,5. დეკემბერში უკრაინის ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 3 მოიგო, 1 წააგო, 5 ყაიმით დაასრულა და ჩემპიონ ანდრეი ვოლოკიტინს ნახევარი ქულით ჩამორჩა.

 
იური კრივორუჩკო უკრაინის ჩემპიონატზე. 2015 წელი. ლვივი

უკრაინის ნაკრები

რედაქტირება

2009-2018 წლებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში შვიდ ტურნირზე გამოვიდა. მედლები სამივე სახეობის შეჯიბრში აქვს მოპოვებული, ოლიმპიადაზე, ევროპის და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე. აქედან ორჯერ ინდივიდუალურში, საკუთარ დაფაზეც იყო საუკეთესო და მონაგარს ვერცხლი და ბრინჯაოც შესძინა. სულ 52 პარტია ითამაშა და ნაკრებს 33 ქულა შესძინა. აქედან 19 მოიგო, 5 წააგო და 28 დაასრულა ყაიმით. შედეგიანობა 63,5%.

წელი ტურნირი ჩატარების ადგილი ქვეყანა დაფა რეიტინგი + = შედეგი % ტურნირის რეიტინგი გუნდური შედეგი პირადი შედეგი
2009 ევროპის ჩემპიონატი ნოვი-სადი უკრაინა სარეზერვო 2612 2 3 1 3½ з 6 58,5 2548 ბრინჯაო 9
2013 მსოფლიოს ჩემპიონატი ანთალია უკრაინა 4 2701 3 2 2 4 з7 57,5 2675 ბრინჯაო ბრინჯაო
2015 მსოფლიოს ჩემპიონატი წაღკაძორი უკრაინა 4 2686 3 3 0 4½ з 6 75,0 2824 ვერცხლი ვერცხლი
2015 ევროპის ჩემპიონატი რეიკიავიკი უკრაინა 3 2717 1 5 1 3½ з 7 50,0 2649 5 14
2016 საჭადრაკო ოლიმპიადა ბაქო უკრაინა 3 2693 3 6 0 6 з 9 66,7 2717 ვერცხლი 9
2017 ევროპის ჩემპიონატი კრეტა უკრაინა 2 2692 2 6 0 5 з 8 62,5 2721 ბრინჯაო 7
2018 საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი უკრაინა 3 2695 5 3 1 6½ з 9 72,2 2727 10 6

განათლება

რედაქტირება

2008 წელს ლვივის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტში, მათემატიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ukraine Men's Championship (final) - 2013 July 2013 Ukraine. FIDE. ციტირების თარიღი: 27 November 2014
  2. „Interview with Yuriy Kryvoruchko (#80 World Rank) and Game Review“. Chess Videos, Chess DVDs, Chess Software and more. (ინგლისური). 7 October 2011. ციტირების თარიღი: 2017-12-08.
  3. Shen Yang and Zaven Andriasian World Junior Champions. ChessBase (17 October 2006). ციტირების თარიღი: 4 May 2010
  4. GM Vugar Gashimov wins Cappelle la Grande. Chessdom. ციტირების თარიღი: 4 May 2010
  5. Novi Sad: Azerbaijan wins Gold – by one rook move. ChessBase (31 October 2009). ციტირების თარიღი: 4 May 2010
  6. Reykjavik Open 2009 – chess in geothermal splendor. ChessBase (13 April 2009). ციტირების თარიღი: 14 May 2010