იუოზას თუმას-ვაიგანტასი
იუოზას თუმასი აგრეთვე ცნობილია როგორც ვაიგანტასის სახელით (დ. 1869 წლის 20 სექტემბერი, კოვნოს გუბერნია, რუსეთის იმპერია — 1933 წლის 29 აპრილი, კაუნასი, ლიეტუვა) — ლიეტუველი კათოლიკე მღვდელი და აქტივისტი ლიეტუვის ეროვნული აღორძინების პერიოდში. იგი იყო მწერალი, ცხრა პერიოდული გამოცემის რედაქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი საზოგადოებისა და ორგანიზაციის წევრი. მის ნამუშევრებში შედის რომანი Pragiedruliai (ღრუბლის გაწმენდა) და მოთხრობა Dėdės ir dėdienės (ბიძები და მამიდები), რომელიც დაწერილი იყო ჩვეულებრივი სოფლის ხალხზე.
იუოზას თუმას-ვაიგანტასი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 სექტემბერი, 1869 კოვნოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
29 აპრილი, 1933 (63 წლის) კაუნასი, ლიეტუვა |
ეროვნება | ლიეტუველი |
მოქალაქეობა | ლიეტუვა |
განათლება | კაუნას მღვდლის სემინარია |
საქმიანობა |
|
იუოზას თუმას-ვაიგანტასი ლიეტუველი გლეხების ოჯახში დაიბადა და განათლება მიიღო დაუგავილის (დღევანდელი ლატვია) გიმნაზიაში და კაუნას სემინარიაში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლიეტუვის პრესაში, რომელიც შემდეგ ცარიზმის ხელისუფლებამ აკრძალა, 1890 წელს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაიუოზას თუმას-ვაიგანტასი დაიბადა სვედასის ჩრდილოეთით, სოფელ მალეიჩიაიში[1] გლეხის ოჯახში, რომელსაც გააჩნდა 24 დესიატინის მიწა. იუოზას თუმას-ვაიგანტასი ათი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ მხოლოდ ის და ოთხი და-ძმა მივიდნენზრდასრულ ასაკამდე. თუმასი დაიბადა 8 სექტემბერს რელიგიურ დღესასწაულზე. დედამ, 45 წლის ასაკში, ეს ყველაფერი იმის ნიშნად მიიღო, რომ იუოზას თუმას-ვაიგანტასი მღვდელი უნდა გამხდარიყო.[2] ხუთი წლის ასაკში, თუმასმა მიიღო დასტური ეპისკოპოს მოტიეხუს ვალანშიუსისგან კაუნასში.[3] მან დაწყებითი საფეხური დაასრულა კუნიგიშკიაიში. მას ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონდა და მასალის გააზრების გარეშეც შეეძლო მასალის გამეორება. 1881 წლის შემოდგომაზე მან შეძლო მისაღები გამოცდების ჩაბარება დაგავპილსის გიმნაზიაში, სადაც 150 აპლიკანტიდან 50-მდე სტუდენტი მიიღეს. ოთხ წლიანი სწავლის შემდეგ, მშობლებმა მას მოუწოდეს გადასულიყო კაუნას მღვდლის სემინარიაში, მაგრამ მან გადაწყვიტა სწავლის დასრულება და ფულის შოვნა კერძო გაკვეთილების ჩატარებით.
სამსახური და ცხოვრება სწავლის შემდეგ
რედაქტირებაიუოზას თუმას-ვაიგანტასი მღვდლად აკურთხეს 1893 წელს და მითაუში გაგზავნეს (დღევანდელი ჯელგავა, ლატვია). 1895 წელს იუოზას თუმას-ვაიგანტასი გადავიდა მოსედისში, ჩრდილო – დასავლეთ ლიეტუვაში. მან მოაწყო ტივინის სარგას გამოცემა. მის ძმას, იონას, აკრძალული პუბლიკაციები მოჰქონდა და სამწლიანი პატიმრობა და ორი წლით გადასახლება მიუსაჯეს. თუმასი ეჩხუბებოდა უფროსებს და ხშირად გადაჰყავდა სულ უფრო შორეულ სამრევლოებში. ამასთან, 1906 წელს სამოგიტიისა და ვილნიუსის ეპისკოპოსები შეთანხმდნენ და თუმას ვილნიუსში გადასვლის უფლება მისცეს პეტრას ვილეიშისის მიერ გამოცემულ გაზეთ Vilniaus žinios– ის რედაქტორად. იუოზას თუმას-ვაიგანტასი გაზეთშო მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ დარჩა ვილნიუსში, როგორც ანტანას სმეტონასთან თანადამფუძნებელი Viltis. ეს ახალი კულტურული გაზეთი შეიქმნა იმისთვის, რომ გაერთიანდებულიყვნენ კონსერვატიული კათოლიკე სასულიერო პირები და უფრო ლიბერალური ინტელიგენცია ლიეტუველების საკეთილდღეოდ. ლიეტუვური ენის ჩახშობის გამო ვილნიუსის ეპარქიის მიმართ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თუმასი გადაასახლეს ლაიშუვაში 1911 წელს. ამავე წელს, მან კონსტანტინა ოლჩაუსკასთან ერთად, დაათვალიერა ლიეტუვურ-ამერიკული თემები, რომლებიც აგროვებდნენ შემოწირულობებს საულის საზოგადოების შტაბის მშენებლობისთვის. პირველი მსოფლიო ომის დროს, თუმასი გადავიდა რიგაში და დაარედაქტირა Rygos garsas. როგორც ლიეტუვის ომის მსხვერპლთა დახმარების საზოგადოების წევრი, მან ორგანიზება გაუწია დახმარებას ლიეტუველი ლტოლვილებისთვის. 1917 წელს, როგორც ეროვნული პროგრესის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იუოზას თუმას-ვაიგანტასი დაესწრო პოლიტფერფერენციებს პეტროგრადში, კიევსა და სტოკჰოლმში.
იუოზას თუმას-ვაიგანტასი გარდაიცვალა 1933 წლის 29 აპრილს, კაუნასში, ლიეტუვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Anykšta. (28 December 2016) Malaišiai dvelkia Vaižganto laisvės ir poetiškumo dvasia lt. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Bagdonas, Matas (4 May 1933). „A. a. kan. Juozas Tumas-Vaižgantas“. Trimitas (ლიეტუვური). 18. ISSN 1392-4753.
- Bernotienė, Gintarė (2013-12-16). „Juozas Tumas-Vaižgantas“. Visuotinė lietuvių enciklopedija (ლიეტუვური). Mokslo ir enciklopedijų leidybos centras.
- Brazaitienė, Alvyra. J. Tumo-Vaižganto muziejaus-buto rinkinys lt. Maironis Lithuanian Literature Museum. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Čepėnas, Pranas (1986). Naujųjų laikų Lietuvos istorija (lt). Chicago: Dr. Kazio Griniaus Fondas. OCLC 3220435.
- Dambrauskas-Jakštas, Aleksandras (1930). Užgesę žiburiai (lt). Lietuvių katalikų mokslo akademija. OCLC 492798171.
- Grigaravičius, Algirdas (2009). „Nesantaikos laikai: Vilties redaktoriaus Antano Smetonos pasitraukimas“. Kultūros Barai (ლიეტუვური). 10. ISSN 0134-3106.
- Grigaravičius, Algirdas (2013). „Politinė lietuvių veikla Rusijoje 1917 metais“. Darbai Ir Dienos (ლიეტუვური). 60. ISSN 1392-0588.
- Grinevičiūtė, Agnė. (18 October 2016) Vaižganto laiškus tyrinėjusi VU mokslininkė: "Jie atspindi visą to meto buitį ir būtį" lt. Bernardinai.lt. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Grinius, Jonas (1977). Veidai ir problemos lietuvių literatūroje (lt). Rome: Lietuvių katalikų mokslo akademija. OCLC 6154597.
- Kazlauskas, Gvidas (21 February 2017). „Kauno skola Vaižgantui“. Lietuvos Aidas (ლიეტუვური). ISSN 1648-4215. ციტირების თარიღი: 10 August 2018.
- Kvietkauskas, Mindaugas (2006). „Tapatybės virsmo istorija: Vaižganto Pragiedruliai ir 1918–1920 m. konfliktas dėl Vilniaus“. Literatūra (ლიეტუვური). 5 (48). ISSN 0258-0802.
- Kučinskienė, Aistė (2013). „Kas (su)kūrė Vaižgantą? Autoriaus figūros interpretacijų apžvalga“ (PDF). Colloquia (ლიეტუვური). 30. ISSN 1822-3737.
- Lanskoronskytė, Vaiva. (18 May 2015) Viešnagė Vaižganto namuose – dar kartą apie "deimančiukų" sėją ir rinkimą lt. Bernardinai.lt. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Liepaitė, Inga (2016). „Pirmoji lietuvos rašytojo asmeninei bibliotekai skirta monografija“. Knygotyra (ლიეტუვური). 67. doi:10.15388/Knygotyra.2016.67.10185. ISSN 2345-0053.
- Lukšas, Aras. (6 May 2011) Balsas, šaukiantis tiesos lt. Lietuvos žinios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2018
- (2011) Elektroninė literatūros chrestomatija 11 klasei (lt). Lietuvių literatūros ir tautosakos institutas. ISBN 978-609-425-055-2.
- Merkelis, Aleksandras (1989). Juozas Tumas Vaižgantas, 3rd (lt), Vilnius: Vaga. ISBN 5-415-00658-3.
- Minkevičienė, Aldona. (7 September 2013) Rašytojo Juozo Tumo-Vaižganto sodyba, atkeliavusi į Rokiškio kraštą lt. Gimtasis Rokiškis. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Minkevičienė, Aldona. (22 November 2016) Aktorius "nuo Dievo" Ferdinandas Jakšys: "Ko tu nori Vaižganto, tu visai į jį nepanašus. Tau tik Strazdelį vaidinti" lt. Gimtasis Rokiškis. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Panevėžio rajono savivaldybės viešoji biblioteka. Juozo Tumo – Vaižganto ir Knygnešių muziejus lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Pasaulio anykštėnų bendrija. (20 February 2018) Juozas Tumas lt. Anykštėnų biografijų žinynas. ციტირების თარიღი: 10 August 2018
- Pukienė, Vida (2013). Prelatas Konstantinas Olšauskas: visuomenės veikėjo tragedija (lt). Edukologija. ISBN 978-9955-20-884-6. ციტირების თარიღი: 2021-05-30. დაარქივებული 2018-08-11 საიტზე Wayback Machine.
- Rinkšelis, Žilvinas. "Saulės" gimnazija Kaune (Išlikęs, k.k.v.r. 10710) lt. Architektūros ir urbanistikos tyrimų centras. KTU Architektūros ir statybos institutas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2021.
- Sužiedėlis, Saulius (2011). Historical Dictionary of Lithuania, Historical dictionaries of Europe. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-4914-3.
- Vaižgantas (1994). Raštai (lt). Pradai. ISBN 9986-405-25-4.
- Vasiliauskiene, Virginija; Slocum, Jonathan. (2005)Baltic Online, Lesson 5: Lithuanian. Early Indo-European Online. Linguistics Research Center, University of Texas at Austin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2021.
- Venislovaitė, Aurina (6–19 November 2014). „Vaižgantas – kauniškis“ (PDF). Nemunas (ლიეტუვური). 37–38 (931–932). ISSN 0134-3149.
- Voruta. (8 November 2016) 2019-ieji paskelbti Juozo Tumo-Vaižganto metais lt. ციტირების თარიღი: 10 August 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იუოზას თუმას-ვაიგანტასი www.vle.it-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dambrauskas-Jakštas, Aleksandras (1930). Užgesę žiburiai (PDF) (in Lithuanian). Lietuvių katalikų mokslo akademija. OCLC 492798171.
- ↑ Juozas Tumas Vaižgantas (in Lithuanian) (3rd ed.). Vilnius: Vaga. ISBN 5-415-00658-3.
- ↑ Merkelis, Aleksandras (1989) [1934]. Juozas Tumas Vaižgantas (in Lithuanian) (3rd ed.). Vilnius: Vaga. ISBN 5-415-00658-3.