იუნუს წულუკიძე (დ. 1880, ლეღვა, ბათუმის ოლქი — გ. 1921/1922 ოჩხამური, ოზურგეთის მაზრა) — სოციალ-დემოკრატი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს დეპუტატის ანკეტის თანახმად განათლებით იყო სემინარიელი, სწავლობდა სტამბოლში. პროფესიით სოფლის მეურნე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1918 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში, მემედ აბაშიძესთან და სხვა მაჰმადიან ქართველებთან ერთად, სათავეში ედგა ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებისათვის პოლიტიკურ ბრძოლას, 1919 წელს მონაწილეობა მიიღო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შექმნაში. დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 1920-იან წლებში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 523.
  • გ. შარაძე, „მემედ აბაშიძე“, 1995;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ 109.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება