ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისფარ რზაევ-სარაბსკი (აზერ. İsfar Aydın oğlu Rzayev-Sarabski; დ. 2 ნოემბერი, 1989 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პიანისტი და კომპოზიტორი. მან 2009 წელს გაიმარჯვა მონტრეს ჯაზ-ფესტივალის სოლო პიანისტთა კონკურსში, გახდა აზერბაიჯანის საპატიო არტისტი (2010 წელი) და არის ზირვას სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010). ის არის აზერბაიჯანელი საოპერო მომღერლის, მსახიობის და ისლამურ სამყაროში ოპერის ერთ-ერთი დამაარსებლის ჰუსეინგულუ სარაბსკის შვილიშვილი.

ისფარ სარაბსკი
ისფარ რზაევ-სარაბსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1989 (1989-11-02) (35 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
წარმოშობა აზერბაიჯანელები
ჟანრ(ებ)ი ჯაზი
საქმიანობა პიანისტი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი isfarsarabski.com

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

ისფარ სარაბსკმა დაამთავრა ბაქოს მუსიკალური აკადემია და ამჟამად სწავლობს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. სარაბსკის შესრულებული აქვს სხვადასხვა კომპოზიციები მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის როლიალ ალბერტ-ჰოლი, ელიზაბეტ-ჰოლი, მაილს დევისის დარბაზი, ვიბრატო ჯაზ კლუბი, ჯაზ კლუბი რონი სკოტი, ზინკო ჯაზ კლუბი, კონცერტაუსი, ასფალტ ჯაზ კლუბი, ლომბარდიის ჯაზ კლუბი, პორგი და ბესის ჯაზ კლუბი, ჩიტის თვალის ჯაზის კლუბი და აპოლოს თეატრი. მან დაუკრა ფესტივალებზე შვეიცარიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, რუსეთში და საქართველოში, ასევე იუნესკოს შტაბ-ბინაში ,,ჯაზის საერთაშორისო დღისთვის" მიძღვნილ კონცერტზე ჰერბი ჰენკოკთან ერთად და ,,ჯაზის საერთაშორისო დღის ყველა ვარსკვლავის გლობალურ კონცერტზე”.

2011 წელს ისფარმა ჩამოაყალიბა ისფარ სარაბსკის ტრიო მოსკოველ მუსიკოსებთან ალექსანდრე მაშინთან (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მაკარ ნოვიკოვთან (ბასი) ერთად. ტრიომ დაუკრა მრავალ ფესტივალსა და საკონცერტო დარბაზში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. სარაბსკი ასევე უკრავდა სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან, ოლეგ ლუნდსტრემის ორკესტრთან და ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა იგორ ბუტმანი, რუდი პერესი, მინო სინელუ, ტერი ლაინ კერინგტონი, ბენ უილიამსი, მარკ გილიანა, ალან ჰემპტონი, პეტ სენატორი, გრეგ სვილერი, ერიკ კლასი, კრისტიან ვებერი, სამუელ რორერი, მალკოლმ კრეზი, ჯეიმზ მადდრენი, დაფერ იუსეფი. ის იყო ACT ლეიბლის მიერ ორგანიზებული პროექტის ,,Drei Pianisten - სამი პიანისტის" ნაწილი.

ისფარ სარაბსკის მიერ შექმნილ კომპოზიციებს მოიცავს: პლანეტა, ნოვრუზი, ჯი-მენი, თაობა, ზღვარი, დეჟავუ, მელანქოლიური საღამო, ბოლო შანსი, პრელუდია, აგენტი, აღორძინება, აღმოსავლეთ ბაზარი, ახლა მე აქ ვარ, ტრანზიტი, ბუტა, იავნანა, კოჭლობით. უცნობი, კობრას ცეკვა, ვაგიფ მუსტაფაზადეს ხსოვნას და სხვა.[1]

2009 წლის 18 ივლისს ისფარი გახდა ფორტეპიანოს სოლო ჯილდოს მფლობელი შვეიცარიაში მონტროს 43 -ე ჯაზ ფესტივალზე.[2]

2017 წლიდან დაწყებული ჯაზის პარალელურად, ელექტრონული მუსიკა გახდა კომპოზიტორისთვის ახალი და პოპულარული მიმართულება, მისთვის ეს აისახებოდა პირად განწყობასა და პირად აზრებზე. მისი ადრეული ნამუშევრები მოიცავს: ფესვი, პლანეტა, Le Vent Nous Portera, თეთრი ნიშანი, ნოემბერი.

2019 წლის აგვისტოში ისფარ სარაბსკიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს Warner Music Group Germany-თან ორი ალბომის გამოშვებაზე. მისი სადებიუტო ჯაზ ალბომი ,,პლანეტა" გამოვა 2021 წლის 30 აპრილს და ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ, CD და 2 x Vinyl LP ფორმატებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Interview in Visions magazine, Summer 2009 edition, Volume 4.2
  2. Montreux Jazz Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისფარ_სარაბსკი“-დან