ჰუსეინგულუ სარაბსკი (აზერ. Hüseynqulu Sarabski, დაბადებით ჰუსეინქული მალიკ ოღლუ რზაევი; დ. 20 მარტი, 1879, ბაქო, ახლანდელი აზერბაიჯანი — გ. 16 თებერვალი, 1945, იქვე) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი (ტენორი), კომპოზიტორი, დრამატურგი, სცენის მსახიობი, თეატრის დირექტორი და მუსიკოსი (თარი).

ჰუსეინგულუ სარაბსკი
Huseyngulu Sarabski.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 მარტი 1879(1879-03-20)
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 16 თებერვალი 1945(1945-02-16) (65 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი
ჰუსეინგულუ სარაბსკი ვიკისაწყობში

ადრეული წლებირედაქტირება

სარაბსკი 1879 წლის 20 მარტს ბაქოში (მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი, ამჟამად აზერბაიჯანის დედაქალაქი). ადრეულ ასაკში გაგზავნეს მულაჰში რათა ყურანი შეესწავლა. მან ვერ შეძლო ენის ბარიერის გადალახვა; სარაბსკიმ მშობლები დაარწმუნა, რომ შინ დაბრუნებულიყო. 1891 წელს, 12 წლის ასაკში მან პირველად უყურა თეატრალურ წარმოდგენას. ეს წარმოდგენა მოყვარულების მიერ იყო დადგმული. ახალგაზრდა ჰუსეინგულუმ ისიამოვნა სპექტაკლით და მოგვიანებით აირჩია ფსევდონიმი სარაბსკი, რომელიც მის პირველ შეხებას თეატრთან. თინეიჯერობის ასაკში იგი დარეგისტრირდა ღარიბთათვის განკუთვნილ რუსეთის რამის კურსებში, რომელსაც ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი აფინანსებდა.

კარიერა თეატრშირედაქტირება

სარაბსკის პირველი როლი ირო რუსალი ნარიმან ნარიმოვის Dilin balasi-ში. მოგვიანებით იგი სხვადასხვა აზერბაიჯანელი და დასავლეთ ევროპელი ავტორების მიერ შექმნილ დრამატულ ნაწარმოებებში თამაშობდა. 1908 წელს მიენიჭა მთავარი როლი მაჯნუნი ჰაჯიბეევის ოპერა ლეილა და მაჯნუნში (რომელიც ასევე იყო პირველი აზერბაიჯანული და პირველი აღმოსავლური ოპერა ისტორიაში). მისი კარიერის შემდეგ 30 წელიწადში მან მაჯნუნის როლი დაახლოებით 400-ჯერ შეასრულა.[1] 1914 წლიდან, დასმა რომელსაც სარაბსკი და დირიჟორი მუსლიმ მაგომაევი (შემდეგში უკვე კომპოზიტორი) ხელმღვანელობდნენ, წარმოდგენები გამართეს: ტიფლისში, განჯაში, ერევანში, ვლადიკავკაზში, თავრიზში რეშთისა და თეირანში; ადგილობრივი მაყურებლისთვის ისინი ლეილასა და მაჯნუნს და სხვა მრავალ ნაწარმოებებს აბსრულებდნენ. ბაქოში დაბრუნების შემდეგ წარმოდგენებს ყოველკვირა დგამდნენ. 1923–1926 წლებში მან დააარსა თეატრალური ჯგუფი შემახა და დრამატული თეატრი აღდამი.

სხვა მიღწევებირედაქტირება

1918 წლამდე სარაბსკიმ დაწერა სამი პიესა სახელწოდებით Jahalat (უგულებელყოფა), Akhtaran tapar (ის ვინც ეძებს იპოვის) და Na dograrsan gashina, o chixar gashigina (რა ხდება გარშემო, მოდის გარშემო); ეს პიესები დადგმული იყო როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ დონეზე.

1936–1937 წლებში მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით Kohna Baki („ძველი ბაქო“), სადაც ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად, წიგნში შესულია ქალაქის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ისტორია. 1940-1942 წლებში სარაბსკის ასწავლიდა ოპერასა და „მუღამს“ აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი ზოგიერთი სტუდენტი, როგორიცაა სარა გადიმოვა და შოვკატ ალაკბაროვა, გახდნენ გამოჩენილი აზერბაიჯანული მომღერლები.[2]

გარდაცვალებარედაქტირება

სარაბსკი გარდაიცვალა ყელის კიბოთი 1945 წელს; დაკრძალულია ბაქოში, ღირსების ხეივანში.

სქოლიორედაქტირება

  1. (აზერბაიჯანული) Huseyngulu Sarabski by Rana Mammadova. Musiqi dunyasi
  2. (რუსული) Huseyngulu Sarabski Archived 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. . Axtar.az