ისმაელი (წიგნი)
ისმაელი (ინგლ. Ishmael) 一 ამერიკელი ინვაირონმენტალისტი ავტორის, დენიელ ქუინის 1992 წლის რომანი.[1][2] წიგნი განიხილავს ფარული კულტურული ტენდენციების მატარებელ თანამედროვე ცივილიზაციას და იკვლევს ეთიკის, მდგრადობისა და გლობალური კატასტროფის თემებს. იგი ეხება თანამედროვე ცივილიზაციის ერთგვარად მითებით აღსავსე აზროვნების პრინციპებს, მათ გავლენას ეთიკაზე და როგორ უკავშირდება ის ეკოლოგიურ მდგრადობას და საზოგადოების კოლაფსს გლობალური მასშტაბით. ნაწარმოები მიზნად ისახავს, გამოვალინოს თანამედროვე საზოგადოებაში რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, მათ შორის ადამიანის უზენაესობა, აგრეთვე, ის კულტურული შერხედულებები, რომლებსაც, მთვავარი გმირის აზრით, კატასტროფული შედეგები მოაქვს კაცობრიობისთვისა და გარემოსთვის. ამის ფონზე, ავტორი ნაწარმოებში სოკრატეს დიალოგს დაიხმარს იმ აზრის გასაქარწყლებლად, რომ ადამიანი ბიოლოგიური ევოლუციის მწვერვალია.[3] იგი ვარაუდობს, რომ ანთროპოცენტრიზმი და რამდენიმე სხვა საყოველთაოდ მიღებული თანამედროვე იდეა არის საზოგადოებრივი მითები და რომ გლობალიზაცია გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს. რომანმა, ჯერ კიდევ ოფიციალურ გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 1991 წელს, დაიმსახურა Turner Tomorrow Fellowship Award, 500 000-დოლარიანი ჰონორარით.[4] ისმაელი წარმოადგენს ტრილოგიის პირველ ნაწილს, 1996 წელს მას მოება სიქველიც, სახელწოდებით 一 ბის ისტორია, ხოლო 1997 წელს 一 ჩემო ისმაელ.
„ისმაელი“ | |
---|---|
Ishmael | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | დენიელ ქუინი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ფილოსოფიური რომანი, მაგიური რეალიზმი |
გამომცემელი | Bantam/Turner Books |
გამოცემის თარიღი | 1992 |
მთარგმნელი | ლევან ღამბაშიძე |
ქართულად გამოიცა | 2016 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 317 |
მომდევნო | The Story of B, My Ishmael და Beyond Civilization |
ISBN | 9789941466489 |
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის სიუჟეტი იხსნება იმედგაცრუებული, დეზორიენტირებული ახალგაზრდის მონოლოგით, რომელიც ბავშვობიდან გამუდმებით ეძებს „საიდუმლო ცოდნას“ ან პასუხს კითხვაზე 一 როგორ შეიძლება კაცობრიობის გადარჩენა. იგი ამბობს, რომ მან ამ ცოდნის შესწავლის იმედი ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაკარგა, რადგან კოლეგა ვერ იპოვა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს იგი რიგით გაზეთში წააწყდება განცხადებას. ამ უკანასკნელის მიხედვით, რიგითი „მასწავლებელი“ ეძებდა „სამყაროს გადარჩენის დიდი სურვილის მქონე მოსწავლეს“.
თავდაპირველად, ახალგაზრდა პროტაგონისტი სკეპტიკურად უყურებს ამ ფაქტს, კერძოდ, შეუძლია თუ არა მის „მასწავლებელს“ ყველა მის შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა, თუმცა მოგვიანებით იგი მიდის მასთან. „მასწავლებელთან“ ვიზიტი მამაკაცის გაოგნებას იწვევს 一 აღმოჩნდა, რომ ის არა ადამიანი, არამედ გორილაა, სახელად ისმაელი, რომელმაც ადამიანთან ურთიერთობის უნარი ტელეპათიური უნარის საშუალებით გამოიმუშავა. ისმაელი ცხოვრობს უცნობი ამერიკული ქალაქის ერთ-ერთ დანგრეულ შენობაში. მას წინა საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, რადგან ქალი, რომელმაც მასზე მეურვეობა იკისრა და შეიფარა, გარდაცვლილიყო. ისმაელი საკუთარი ამაღელვებელი ისტორიებით აღსავსე ცხოვრების შესახებ მოყოლას იწყებს, რადგან, მისი აზრით, იმისთვის, რომ მან საკუთარ მოსწავლეს ცოდნა გადასცეს, საჭიროა, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამე იცოდნენ. მოსწავლის სახელი წიგნში არ არის ნახსენები, თუმცა სიქველში საიდუმლოს ფარდა ეხსნება და გაცხადდება, რომ მისი სახელია ალან ლომაქსი.
გაკვეთილები, რომლებსაც ალანი ესწრება, ძირითადად, კაცობრიობის მითებს, უფრო კონკრეტულად კი ბიბლიურ პასაჟებს ეხმიანება, რომელთაც თავად ისმაელი აანალიზებს და მათ დედამიწის მდგრადობასთან აკავშირებს. ისმაელი სოკრატესეულ მეთოდსაც მიმართავს 一 სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს დავალებას, რომელიც მან საკუთარი ცოდნით უნდა გადაჭრას შემდეგ შეხვედრამდე. ეს ემსახურება იმ იდეის განადგურება, რომლითაც ისმაელის მოწაფე და მთელი კაცობრიობა არიან შეპყრობილნი 一 რომ სამყაროს თავი თავად ადამიანია. მას სურს დაამტკიცოს, რომ ადამიანის განდიდება კულტურული სტერეოტიპების შედეგად მოხდა და რომ თანამედროვე ცივილიზაციამ ეს კანონი რაღაც გათამაშების მსგავსად ააგო.
ისმაელის ეს პირდაპირი კრიტიკა ეხმიანება იმ ფაქტსაც, რომ ეს ე.წ. Taker მითი, რომელიც დღესდღეობით ძალაშია, კაცობრიობის ცხოვრების წესის არამდგრადობისთვისა და პლანეტის ექსპლუატაციისთვისაა განსაზღვრული. ის ამას საზოგადოებაზე პოლიტიკისა და მედიის გავლენას მიაწერს, რომლებიც ამ აბსურდს ყოველდღიურად იმეორებენ და აგრძელებენ არადიფერენცირებულად ცხოვრებას. ისმაელი არ ხედავს ადამიანებს, როგორც ევოლუციური შემოქმედების გვირგვინს, არამედ როგორც დიდი, ურთიერთდამაკავშირებელი სისტემის ნაწილს. თუმცა, ადამიანმა ამ წოდებაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა ბუნების კანონები საკუთარ თავს დაუქვემდებარა.
ისმაელი არ სთავაზობს ალანს მოქმედების კონკრეტულ სახეს სამყაროს გადასარჩენად, არამედ ის ცდილობს, გაუხსნას გონება მას და დაანახოს, რომ მისი სწავლების მიზანი მდგომარეობს მისი იდეების გაზიარებაში და სწორედ ამითაა შესაძლებელი ამ ცოდნის კიდევ უფრო გავრცელება.
სიუჟეტის ბოლოს ისმაელი ქრება ოფისის შენობიდან. გარკვეული დროის შემდეგ ალანი აღმოაჩენს, რომ იგი მოძრავ ცირკს იძულებით შეერთებოდა. ალანი ისმაელის გადასარჩენად მიდის, რათა მასთან ერთად გაკვეთილების ჩატარება განაგრძოს. იგი გამოიმუშავებს საკმარის თანხას, რათა ცირკის უფროსობა გორილას გამოყვანაზე დაითანხმოს. საბოლოოდ, ის ამას ახერხებს, თუმცა ფულის გადასაცემად მისული ალანი გაიგებს, რომ ისმაელი მძიმე პნევმონიისგან გარდაიცვალა.
ბიბლიური ალუზია
რედაქტირებაისმაელი ვარაუდობს, რომ ბიბლიის პირველი ნაწილი 一 წიგნი დაბადებისა 一 სემიტების მიერ დაიწერა, ხოლო მოგვიანებით ადაპტირდა, როგორც ქრისტიანობაში, ისე იუდაიზმსა და ისლამში. ის ვარაუდობს, რომ აბელის გადაშენება მეტაფორულად ასახავს მომთაბარე სემიტების დამარცხებას სოფლის მეურნეებთან კონფლიქტისას. არაბეთის ნახევარკუნძულზე გაძევებისას, სემიტები უფრო იზოლირებულნი გახდნენ მეცხოველეობის სხვა კულტურებისგან და, ისმაელის თქმით, თავიანთი მდგომარეობა ასახეს ზეპირი ისტორიით, რომელიც მოგვიანებით შეირაცხა, როგორც "დაბადება".
ისმაელი უარყოფს, რომ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხე აკრძალული იყო ადამიანებისთვის 一 მისი აზრით, იგი ღმერთმა უბრალოდ ადამიანების თვითკონტროლის უნარის შესამოწმებლად გამოიყენა. მისი თქმით, სამოთხეში მოყვანილი ვაშლის ჭამა რეალურად არ მისცემს ადამიანს ღვთაებრივ ცოდნას, არამედ დააჯერებს მათ, რომ ხე წარმოადგენს არჩევანს, როგორ იცხოვროს ადამიანმა 一 დაიღუპოს თუ გადარჩეს.
ისმაელი განმარტავს, რომ ადამის დაცემა წარმოადგენს რწმენას, რომ, გადამეტებული ეკოლოგიური „თავისუფლების“ არსებობის გამო კაცობრიობა დაიღუპება. იგი ამ წინასწარმეტყველების შესრულებად ასახელებს თანამედროვე ეკოლოგიურ კრიზისებს, როგორიცაა, მაგალითად, გადაშენების პირას მყოფი სახეობების არსებობა, გლობალური დათბობა და ფსიქიკური დაავადებების არსებობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.ishmael.org - The official homepage about the book and author: a new site launched in August 2019, superseding the earlier http://ishmael.com
- მიმოხილვა intelekti.ge-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://intelekti.ge/book_ge.php?id=520
- ↑ https://www.goodreads.com/book/show/17021.Ishmael
- ↑ Reinwald, Pete (2013). "'Ishmael' by Daniel Quinn and the movement it inspired". Chicago Tribune. Tronc, Inc.
- ↑ Mcdowell, Edwin (1991-06-04). „Texas Writer Wins $500,000 in Ted Turner Competition“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-05-01.