საერთაშორისო უსაფრთხოება

საერთაშორისო უსაფრთხოება — სხვადასხვა ზომებისა და ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს დედმიწაზე ერთობლივ ცხოვრებასა და უსაფრთხოებას. იგი მიღებულია სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ: გაერო) მიერ უსაფრთხოების მიზნით და ჩართულია სამხედრო მოქმედებებსა და დიპლომატიურ შეთანხმებებში მოლაპარაკებებისა და კონვენციების სახით. საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება უცვლელ კავშირშია ერთმანეთთან. საერთაშორისო უსაფრთხოება არის სახელმწიფოთა უსაფრთხოება ანუ იგივე ეროვნული უსაფრთხოება მსოფლიო დონეზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაჩნდა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვლევების საჭიროება. თავდაპირველად ის ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი კვლევითი დარგი. აღნიშნული სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა "უსაფრთხოების კვლევები", "სტრატეგიული კვლევები", "სამშვიდობო კვლევები" და სხვ.

ტერაქტის შედეგი

ტერმინი „უსაფრთხოება“ ხშირად განიხილება, როგორც ზოგადი სახელწოდება, რომელიც შეიძლება გავიგოთ, როგორც „არაღიარებული კონსენსუსი“. წლების მანძილზე ტერმინის შინაარსი გაფართოვდა და დღეისათვის, ის მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს მსოფლიოში, რომელიც გავლენას ახდენს სიცოცხლეზე. საერთაშორისო უსაფრთხოებაში იგულისხმება ჩვეულებრივი სამხედრო ძალის რეჟიმი, სახელმწიფოებს შორის ომის მიზეზები და შედეგები, ეკონომიკური სიძლიერე, ეთნიკური, რელიგიური და იდეოლოგიური კონფლიქტები, სავაჭრო და ეკონომიკური კონფლიქტები, ენერგორესურსების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სასურსათო და სხვა საფრთხეები ადამიანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ქვეყნების გარემოს დაცვის, ინფექციური დაავადებების გაუვრცელებლობის, კლიმატის ცვლილების და არასახელმწიფო სექტორების საქმიანობა.

უსაფრთხოების კონცეფცია საერთაშორისო დონეზე

რედაქტირება

არ არსებობს "უსაფრთხოების" გაგების უნივერსალური კონცეფცია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ კონსენსუსი მრავალგანზომილებიანი და აუცილებელია.

სხვადასხვა ექსპერტი განსხვავებულ შეხედულებას გვთავაზობს ამის თაობაზე. კერძოდ, ედუარდ კოლოძიჯი მას ადარებდა "ბაბილონის გოდოლს". მისი თეორია ფართოდ გამოიყენება ომების მსვლელობისას დამუხრუჭებული სამოქალაქო თავისუფლების გამართლებისათვს. უოლტერ ლიპმანი (1944) "უსაფრთხოებას" განიხილავს, როგორც სახელმწიფოთა შესაძლებლობას – დაიცვან საკუთარი ღირებულებები. დავით ბოლდუინი (1997) ამტკიცებს, რომ "უსაფრთხოებისკენ" მისწრაფება ხანდახან მოითხოვს სხვა ღირებულებათა მსხვერპლშეწირვას. არნოლდ ვოლფერსი(1952) ამტკიცებს, რომ "უსაფრთხოება", როგორც წესი, ნორმატიული ვადაა. მას იღებენ ერები იმისთვის, რომ იყვნენ მიზანდასახულები. ვოლფერსის აზრით, განსხვავებულ ქვეყნებს გააჩნიათ "უსაფრთხოების" განსხვავებული მოლოდინები, ისევე, როგორც სხვადასხვა ხალხები გამოხატავენ მუქარას განსხვავებული ხარისხებით უნიკალური გეოგრაფიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე. ბარი ბუზანი (2000) "უსაფრთხოების" კონცეფციაში ხედავს არა ძალასა და მშვიდობას, არამედ რაღაც მათ შორის არსებულს.

1990 წლისათვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონცეფცია გავრცელდა სახელმწიფოებიდან ყველა მიმართულებით – ჯგუფების, ცალკეული პირების, საერთაშორისო სისტემების, არასამთავრობოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.

უსაფრთხოების მრავალფუნქციური პრინციპი

რედაქტირება

საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ ტრადიციული მიდგომა, ჩვეულებრივ, გულისხმობდა — სუბიექტების (სახელმწიფოების) მდგომარეობას და მათ სამხედრო პოტენციალს ეროვნული უსაფრთხოების დაცვისათვის. უკანასკნელი 50 წლის მანძილზე გაფართოვდა ტერმინის შინაარსი. იმისთვის, რომ უსაფრთოება გაუმკლავდეს 21–ე საუკუნის გამოწვევბს, გლობალიზებულ საზოგადოებას, ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას და იმ საფრთხეებს, რომელიც წარმოიქმნა ამ განვითარებისა და გლობალიზაციის პროცესში, აუცილებელი გახდა ამ საფრთხეების კლასიფიკაცია. ექსპერტი ნაიფ ალ–როდჰანი ამბობს, რომ გლობალური საფრთხეები უკვე ხუთგანზომილებიანია და ის მოიცავს:

  • ადამიანურ
  • ბუნებრივ–ეკოლოგიურ
  • ეროვნულ
  • ტრანსნაციონალურ
  • ტრანსკულტურულ უსაფრთხოებას.

თითოეული მათგანი არის სუბსტრატთა განსხვავებული ნაკრები. კერძოდ,

  • ადამიანის უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი პრინციპია სუბიექტის პიროვნული, ინდივიდუალური უსაფრთხოება.
  • ეკოლოგიური უსაფრთხოება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება.
  • ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს სახელმწიფო მონოპოლიის საკითხებს და განიხილავს ძალის გამოყენებას მოცემულ ტერიტორიაზე, ხაზს უსვამს სამხედრო და პოლიციური კომპონენტების უსაფრთხოებას.
  • ტრანსნაციონალური უსაფრთხოება მოიცავს ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, და ტრეფიკინგის საკითხებს და მათ წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა კომპლექსს.
  • ტრანსკულტურული უსაფრთხოება მოიცავს განსხვავებული კულტურული ღირებულებების და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცივილიზებული ფორმებით.

ნაიფ ალ–როდჰანის თქმით, სახელმწიფოების, კულტურული ჯგუფების და ცივილიზაციების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია აღნიშნული მრავალმხრივი უსაფრთხოების ხუთივე ზომის დაცვა, რათა სამართლიანი და მდგრადი გლობალური უსაფრთხოება არსებობდეს მსოფლიოში.

უსაფრთხოება

რედაქტირება

უსაფრთხოების ტრადიციული პარადიგმა ეხება რეალისტურ კონსტრუქციას, რომელშიც უსაფრთხოების ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო. ამ თეორიამ განვითარების პიკს მიაღწია "ცივი ომის" პერიოდში. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფოებმა საკუთარი ხალხის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება ძალთა ბალანსის წყალობით შეინარჩუნეს. ტრადიციული უსაფრთხოება ეყრდნობოდა ორ ზესახელმწიფოსსაბჭოთა კავშირს და აშშს შორის არსებულ სამხედრო პოტენციალს, ეროვნულ ინტერესებს და აბსოლუტურ სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სტაბილურობა ეყრდნობოდა გზავნილს, რომ თუ სახელმწიფოთა შორის უშიშროება შენარჩუნებულია, მაშინ მოქალაქეების უსაფრთხოებაც დაცულია. უსაფრთხოება განიხილებოდა, როგორც ქვეყანაში შეჭრისაგან თავდაცვა.

როგორც კი დასრულდა "ცივი ომი", აშკარა გახდა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებას ემუქრება არა მხოლოდ აგრესორთაგან მომდინარე მუქარა, არამედ სახელმწიფოთა შიდასაქმიქნობისას წარმოქმნილი სირთულეები. მაგ: გახშირებული სამოქალაქო ომები აღრმავებდა სიღარიბეს, დაავადებებს, შიმშილს, ძალადობას და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემებს. ტრადიციული უსაფრთხოების პოლიტიკამ ვერ შეძლო აღნიშნული პრობლემების გადაჭრა. აუცილებელი გახდა განსხვავებული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავდა კოლექტიურ თანამშრომლობას პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად.

ტერორიზმითა და ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლამ საჭირო გახადა საერთაშორისო თანამშრომლობის ზრდა, ამის გამო, შეიქმნა ტრანსნაციონალური, საერთაშორისო საპოლიციო სისტემა —ინტერპოლი. თანამშრომლობა მკვეთრად გააუმჯობესა საქმეში ინტერნეტის ჩართვამ, რომლის წყალობით მყისიერად ვრცელდება დოკუმენტები, ფილმები, ფოტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arcudi, G. (2006). La sécurité entre permanence et changement, Relations internationales 125 (1), 97-109.
  • a b Buzan, B. and L. Hansen (2009). The Evolution of International Security Studies. Cambridge, Cambridge University Press.
  • Sheehan, M. (2005). International Security: An Analytical Survey. London, Lynne Rienner Publishers.
  • Sheehan, M. (2005), International Security: and Analytical Survey, London, Lynne Rienner Publishers
  • Buzen, B., O. Wæver, et al. (1998). Security: A new frame work for Analysis. Boulder, CO, Lynne Rienner Publishers.; Doty, P., A. Carnesale, et al. (1976). "Foreword." International Security 1(1).
  • Kolodziej, E. (2005). Security and International Relations. Cambridge, Cambridge University Press.P.11
  • Paris, R. (2004). "Still and Inscrutable Concept", Security Dialogue 35: 370-372.
  • a b Baldwin, D. (1997). "The concept of Security." Review of International studies 23: 5-26
  • Lippmann, W. (1944). U.S. Foreign Policy. London, Hamish Hamilton
  • Ullman, R. (1983). "Redefining Security." International Security 8(1): 129-153
  • Wolfers, A. (1952). ""National Security" as an Ambiguous Symbol." Political Science Quarterly 67(4): 481-502.
  • Buzan, B. (2000). 'Change and Insecurity' reconsidered. Critical Reflection on Security and Change. S. Croft and T. Terriff. Oxen, Frank Cass Publishers.
  • Buzan, B. (2007). People, States & Fear. Colchester, ECPR.
  • Rothschild, E. (1995). "What is Security." Dædalus 124(3): 53-98.
  • Al-Rodhan, Nayef R.F., The Five Dimensions of Global Security: Proposal for a Multi-sum Security Principle, LIT, 2007
  • GCSP
  • Bajpai, K. 2000, Human Security: Concept and Measurement, University of Notre Dame, Kroc Institute Occasional Paper no. 19 Accessed 29/04/06 at: <www.nd.edu/~krocinst/ocpapers/op_19_1.PDF
  • a b c Owen, T. (2004), Challenges and opportunities for defining and measuring human security’, Human Rights, Human Security and Disarmament, Disarmament Forum. 3, 15-24
  • J. Baylis, 1997, International Security in the Post-Cold War Era, in John Baylis and Steve Smith (eds), The Globalization of World Politics, Oxford, Oxford University Press.
  • Strategy and Ethnic Conflict (ISBN 027597636X) and Path to Peace (ISBN 1590337328) among many others)
  • Elman, C. (2008). Realism. Security Studies:and Introduction. P. D. William. New York, Routledge.
  • Morgan, P. (2007). Security in International Politics: Traditional Approaches. Contemporary Security Studies. A. Collins. New York, Oxford University Press.
  • a b Wohlforth, W. C. (2010). Realism and Security Studies. The Routledge Handbook of Security Studies. M. D. Cavelty and V. Mauer. New York, Routledge.
  • Elman, C. (2008). Realism. Security Studies: An Introduction. P. D. William. New York, Routledge.
  • Waltz, K. Z. (1979). Theory of International Politics. New York, Random House.
  • The Oxford Handbook of International Relations. Oxford University Press. 2008. p. 137. ISBN 978-0-19-921932-2.
  • Navari, C. (2008). Liberalism. Security Studies: An Introduction. P. D. William. New York, Routledge.;Rousseau, D. L. (2010). Liberalism. The Routledge Handbook of Security Studies. M. D. Cavelty and V. Mauer. New York, Routledge.
  • Gartzke, E. (2005), 'Economic Freedom and Peace' in Economic Freedom of the World, Annual Report. pp. 29–44
  • Navari, C. (2008). Liberalism. Security Studies: An Introduction. P. D. William. New York, Routledge.
  • Elman, C. (2008). Realism. Security Studies: An Introduction. P. D. William. New York, Routledge. p. 42.
  • McDonald, M. (2008). Constructivism. Security Studies: an Introduction. P. D. William. New York, Routledge.
  • a b c Tadjbakhsh, S. and A. Chenoy (2007). Human Security: Concepts and Implications. New York, Routledge.
  • UNDP (1994). Human Development Report, http://hdr.undp.org/en/reports/global/hdr1994/chapters/ დაარქივებული 2020-11-30 საიტზე Wayback Machine.
  • Tadjbakhsh, S. and A. Chenoy (2007). Human Security: Concepts and Implications. New York, Routledge. pp. 128–129.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება