ისლამ I გირეი (ყირიმ. I İslâm Geray, اسلام كراى ١‎; გ. 1537) — ყირიმის ხანი 1532 წელს, ხუთი თვის განმავლობაში, მეჰმედ I გირეის ვაჟი, ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I-ის ბიძაშვილი დედის მხრიდან.

ისლამ I გირეი
İslâm Giray
ყირიმის მე-8 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1532
მმართ. დასასრული: 1532
წინამორბედი: საადეთ I გირეი
მემკვიდრე: საჰიბ I გირეი
სულთანი: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1510-იანები[1].
გარდ. თარიღი: 1537
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მეჰმედ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისლამ გირეიმ თავისი ცხოვრება ყირიმის ტახტისთვის გაჩაღებულ ომს შეალია. საკუთარი ბიძებისა და ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა სამჯერ და სამივეჯერ დამარცხდა. ჯერ კიდევ, კალგად ყოფნის პერიოდში (1526–1528 წ.წ) გამოთქვამდა პრეტენზიას ხანის ტიტულზე. 1532 წელს, როდესაც საადეთ I გირეიმ ტახტი მოულოდნელად დატოვა, ყირიმის სახანო უნდა ჩაებარებინა ისლამ გირეის მეორე ბიძას, საჰიბს. ამ უკანასკნელს ისლამმა დაასწრო, მომხრეებთან ერთად შევიდა სალაჩიკში და თავი ყირიმის ხანად გამოაცხადა. საპასუხოდ საჰიბ გირეიმ შემოიკრიბა ყაზანის სახანოს, ოსმალთა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა რაზმი და 5 თვიანი ბრძოლის შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდო ისლამ გირეი.

ისლამ გირეი გადაიხვეწა ნოღაის ურდოში. მამამისის, მეჰმედ I-ის ავტორიტეტის გამო ისლამს უამრავი მომხრე გაჰყვა თან. სწორედ ამიტომაც, მიიჩნევა, რომ ამ პერიოდში მან შეძლო სახანოს ორ ნაწილად გახლეჩვა. ოსმალეთის წინააღმდეგ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსებთან და ლიეტუველებთან. 1534 წელს ისევ აჯანყდა ბიძის დასამხობად. მან საჰიბს ულტიმატუმი წაუყენა, დაეთმო მისთვის სახანოს ტერიტორია პერეკოფამდე და თვითონ მხოლოდ ყირიმის ნახევარკუნძული ემართა. ისლამი ცხადია არ ჩათვლიდა თავს ოსმალეთის ვასალად და ნოღაელ და ყირიმელ ხალხთან ერთად აპირებდა საკუთარი მიწების მართვას. ეს აჯანყება სამ წლამდე გაიწელა. 1537 წელს, საჰიბ გირეის მომხრეები პერეკოფში დაბანაკებულ ისლამ გირეის არმიას მოულოდნელად დაესხნენ თავს, გაჟლიტეს მეომრები, თავად ისლამი კი გაქცევის დროს მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 წ.
  • Oleksa Gaivoronsky «Повелители двух материков», Kiev-Bakhchisarai, 2007, ISBN 978-966-96917-1-2, თავი 1, გვერდები 169–199
  1. О. Гайворонский. Повелители двух материков, том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г., ст. 163