ისლამი აჭარაში
ისლამი აჭარაში — 2014 წლის საქართველოს აღწერის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 40% ისლამს მისდევდნენ. ისლამის გავრცელება აჭარაში დაიწყო XVI საუკუნედან ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შედეგად. XXI საუკუნეში მუსლიმანები აჭარაში წარმოადგენენ ძლიერ რელიგიურ უმცირესობას, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ აჭარის აღმოსავლეთით სასოფლო დასახლებებში.
დემოგრაფია
რედაქტირება1986 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 300 ათასი მუსლიმანი (მიახლოებით მოსახლეობის 75%). 2002 წელს ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა. ბოლო ანუ 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 40% თავს მუსლიმანად თვლიდა. მუსლიმანების უმრავლესობა ცხოვრობენ აღმოსავლეთ მაღალმთიან აჭარაში ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში[1].
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა | მუსლიმანები | |
---|---|---|---|
რაოდენობა | % | ||
აჭარა | 333 953 | 132 852 | 39,8 |
ქალაქი ბათუმი | 152 839 | 38 762 | 25,4 |
ქედის | 16 760 | 10 411 | 62,1 |
ქობულეთის | 74 794 | 21 573 | 28,8 |
შუახევის | 15 044 | 11 193 | 74,4 |
ხელვაჩაურის | 51 189 | 28 841 | 56,3 |
ხულოს | 23 327 | 22 072 | 94,6 |
მეჩეთები
რედაქტირება2011 წლის მონაცემების მიხედვით აჭარაში 180-მდე საკულტო ნაგებობები იყო[3]. აჭარაში მათ აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს „ჯამეს“. აჭარის მეჩეთები განაწილებულია იერარქიის მიხედვით: ცენტრალური მეჩეთი (ბათუმის მეჩეთი), რომელიც არის მუფთის და მისი გარემოცვის რეზიდენცია, ცენტრალური უბანი, ცენტრალური თემის მეჩეთები და დანარჩენი, მთაში მდებარე არამუდმივი მეჩეთები, რომლებიც გამოიყენება ძირძველი მოსახლეობის მიერ[3].