ისარლიშვილები
ისარლიშვილები, ისარლოვები — წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულო, წარმოშობით მესხეთიდან.
ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ისარლიშვილების გვარი ხურსისძეთა განშტოება იყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს. გვარი „ისარლიშვილი“ ტრადიციული სახელოს, „ციხისთავის“ თურქული თარგმანიდან („ისარ-ლი აღასი“) მომდინარეობს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ისარლიშვილების ნაწილი თბილისში გადმოსახლდა (XIX საუკუნის მიწურულს მათ ეკუთვნოდა სახლი ახლანდ. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე № 51.[1]). ჰქონდათ აზნაურობა. აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან. ლუკა ისარლიშვილი მეფე ერეკლე II-ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა 1793 წელს. მისი შვილი გრიგოლი (გ. 1828) 1790-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დამკვირდა და დიდძალი ქონება დააგროვა. თბილისელი ისარლიშვილებიდან იყო XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მ. შ. ცენზორი და ჟურნალისტი ლუკა ისარლიშვილი, გენერალ-მაიორი იოსებ ისარლიშვილი, პუბლიცისტი რაფიელ ისარლიშვილი და სხვ. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-16 ნაწილში (1901) შეტანილია ისარლოვების ოფიციალურად დამტკიცებული გერბი.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ისტორია ხურსიძის (ისარლოვი) გვარისა და შოთა (შიო) რუსთაველი / ზ. ჭიჭინაძე ; თფილისი, 1904;
- საქართველოს ვაჭრობა და მრეწველობა ძველად და გრიგოლ ხურსიძე და სტეფანე ივანეს-ძე ზუბალაშვილი ინდოეთში / აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძის მიერ ; თბილისი, 1905;
- XVIII-XIX საუკუნეების საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიიდან : (ისტორია "გრიგორი ლუკასისა" იგივე გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილისა (ისარლოვისა) განსვენებულისა (1774.?-1828 წ.) მალაზიის კუნძულ პენანგზე) / საქ. მეცნ. ეროვნ. აკად., აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი. - თბ. : ჩოხი, 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილისური სახლი (თაბუკაშვილის ქუჩა № 51) / ლ. ანდრონიკაშვილი // Ars Georgica ; 2011.
- ↑ Общий гербовник дворянских родов Российской империи, Ч. 16. СПб., 1901; - с. 35.