რაფიელ ისარლიშვილი

რაფიელ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 1843 — გ. 29 ნოემბერი, 1918, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან განათლება ევროპაში მიიღო, სადაც დაეუფლა რამ­დენი­მე უცხო ენას. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ისარლიშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1869 წელს გამოსცა თავისივე შედგენილი „სინოპტიკური კალენდარი“. 1873 წელს ისარლიშვილმა ავჭალაში გახსნა უფასო სკოლა ღარიბთათვის. 1875 წელს გამოსცა „პირველი წიგნი წერა-კითხვის სასწავლებლად სურათებით ამერიკულ მეთოდზე სასოფლო სკოლებისათვის“, რომელიც, გარკვეულწილად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ წინამორბედი იყო.

1900 წელს ისარლიშვილი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ქართულ განყოფილებას ხელმ­ძღვანელობდა. პავილიონში გამოფენილმა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმმა და ქართული კულტურის ნიმუშებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც აისახა იმდროინდელ ქართულ და ევროპულ პრესაში. უცხოელთათვის სა­ქართვე­ლოს უკეთ გაცნობის მიზნით ისარლიშვილმა პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა ალექსანდრე ხახანაშვილის „სა­ქარ­თველოს ისტორია“. ისარლიშვილი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა. ისარლიშვილის გარდაცვალებას ნეკროლოგი უძღვნა ზაქარია ჭიჭინაძემ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • პირველი წიგნი წერა-კითხვის სასწავლებლად : შედგენილი სურათებით ამერიკულ მეტოდაზე სასოფლო შკოლებისათვის რ. ისარლიშვილისაგან (ავტორი). - თბილისი, 1875;
  • Histoire de Georgie / Publiee sous la direction de M. Raphael Isarloff ; Apercu geographique et abrege de l'histoire et de la litterature georgienne par M.A. Khakhanov. - Tiflis : Societe georgienne de lettres, 1900.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა პარიზის 1900 წლის მსოფლიო გამოფენაზე და 118 წლის შემდეგ / [იდეის ავტორები: მანანა ვარძელაშვილი და მარინა თუმანიშვილი ; წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მარინა თუმანიშვილმა ; მთ. რედაქტორი ნიკოლოზ ანთიძე]. თბილისი : საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 2018;
  • ნანიტა­შვი­ლი ლ., წერილე­ბი, თბ., 1981;
  • ნანიტა­შვი­ლი ლ., ქართული წიგნის ამაგდარი, თბ., 1985;
  • ჭიჭინაძე ზ., რაფიელ ისარლი­შვი­ლი, «საქარ­თვე­ლო», 1918, №223;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება