ალი ისაევ-ავარსკი

(გადამისამართდა გვერდიდან ისაევ-ავარსკი, ალი)

ალი ისაევ-ავარსკი (დ. 29 დეკემბერი, 1936, აული ობოხი, გუნიბის რაიონი, დაღესტანი) — კინომსახიობი, პოეტი, რეჟისორი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1985), თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).

დაამთავრა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არ­სე­ბუ­ლი კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ელდარ შენგელაია, რეზო ჩხეიძე) 1974 წელს.

შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში: „ლევან ხიდაშელი“ (1973), „საჰაერო ხიდი“, (1974), „გაქცევა გათენებისას“ (1975), „წიგნი ფიცისა“ (1983) და სხვა. მან გადაიღო დოკუმენტური ტრილოგია „სა­ქარ­თვე­ლო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა“, „რასულ გამზათოვი და საქარ­თვე­ლო“ (1998), „სა­ქარ­თვე­ლო დაღესტნელთა თვალით“ (2002), „ქართველების თვალით დანახული დაღესტანი“ (2010). ავტორია პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა: „დაღესტნური რტო ქართულ მუხაზე“ (1978), „მთიელი ჭაბუკის ფიცი“ (1986), „ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს“ (სამტომეული ქართულ 2006–2008, რუსულ 2011–2012 ენებზე) და სხვა. მიღებული აქვს დაღესტნის რესპუბლიკის მედალი „შამილი“ (1998).

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება