ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Irish Museum of Modern Art, ირლ. Áras Nua-Ealaíne na hÉireann, IMMA) — ირლანდიის წამყვანი ეროვნული დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეგროვებასა და საზოგადოებისათვის წარდგენაში. კლიმეინემში, დუბლინში მდებარე მუზეუმი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას დამთვალიერებლებს ექსპონატების საშუალებით აცნობს. გამოფენებზე წარმოდგენილი კოლექციები რეგულარულად იცვლება. მუზეუმი აჩვენებს როგორც საკუთარ კოლექციებს, ასევე განათლებისა და საზოგადოების განყოფილების ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე მიზნად ისახავს თავისი სტუდიისა და ეროვნული პროგრამების საშუალებით ხელოვნებასა და ხელოვანებზე წვდომა გაიზარდოს.

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ნაგებობის ჩრდილოეთი ფასადი
53.343077°00′00″ ჩ. გ. 6.300037°00′00″ დ. გ. / 53.34308° ჩ. გ. 6.30004° დ. გ. / 53.34308; -6.30004
დაარსდა 1991 წლის 25 მაისს
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა
მდებარეობა დუბლინი
სტატუსი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი imma.ie
Map

მუზეუმის მთავარ მისიას საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა წარმოადგენს. ამისათვის მუზეუმში იყენებენ როგორც ინოვაციურ, ასევე ინკლუზიურ რესურსებს. მუზეუმი ფინანსდება როგორც რლანდიის ხელოვნებისა და მემკვიდრეობის სამინისტროს სუბსიდიებით (ტურიზმის, კულტურის, ხელოვნების, გელტახტის, სპორტისა და მედიის დეპარტამენტი), ასევე კერძო ინვესტიციების საშუალებით.

ერთ-ერთი ვერსიით, ირლანდიელი ხელოვნების კოლექციონერი, გორდონ ლამბერტი ირლანდიის პრემიერ-მინისტრს (ტიშეხი), ჩარლზ ჰოგის შეხვდა და უთხრა: „თუ სახელმწიფო დააარსებდა გალერეას, კოლექციონერი თავის კოლექციას დაწესებულებას გადასცემდა“.[1] ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ირლანდიის მთავრობამ დააარსა 1990 წელს. ჩარლზ ჰოგმა მუზეუმი ოფიციალურად 1991 წლის 25 მაისს გახსნა.[2]

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პირველი დირექტორი დეკლან მაგონალი იყო, რომელიც ამ თანამდებობას 10 წლის განმავლობაში იკავებდა და მანამდე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე დედოფალ სოფიას მუზეუმის დირექტორი იყო. დირექტორი მოგვიანებით ენრიკ ჯუნკოზა, შემდეგ კი სარა გლინი გახდა.[1][3] 2018 წლის შემდეგ დაწესებულების დირექტორის თანამდებობას ენ ფლეტჩერი იკავებს.[4]

ნაგებობა

რედაქტირება
 
ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შიდა ეზო
 
ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შიდა ეზო

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განთავსებულია XVII საუკუნის სამეფო საავადმყოფოს „კლიმეინემის“ შენობაში. სამეფო საავადმყოფო დაარსდა 1684 წელს ჯეიმზ ბატლერის, ორმონდის ჰერცოგისა და ჩარლზ II-ის, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის მეფის მიერ. დაწესებულება პენსიაზე გასული ჯარისკაცების საცხოვრებელს წარმოადგენდა დაახლოებით 250 წლის მანძილზე.

სამეფო საავადმყოფო მუზეუმისათვის შესაფერის ადგილს წარმოადგენს. პარიზის ინვალიდთა სახლის მოდელზე შექმნილი შენობა მოიცავს ეზოს და მას აქვს გრძელი დერეფნები. დაწესებულების თავდაპირველი თავლები აღდგენილი, გაფართოებული და გადაკეთებულია სამხატვრო სტუდიებად და მუზეუმი „ხელოვანი რეზიდენციაში“ პროგრამის მიმდევარია.

თავდაპირველად განიხილებოდა დუბლინის ნავსადგურში ახალი დანიშნულების მუზეუმისათვის ნაგებობის აშენება, თუმცა იმდროინდელი საავადმყოფოს შენობა უფრო პრაგმატულ ადგილი აღმოჩნდა.[1] გარდა ამისა, სამეფო საავადმყოფოს არ გააჩნდა შესაბამისი საცავი და 2003 წლისათვის 20-მდე ეროვნული და საერთაშორისო ნაშრომი დაზიანდა „ტენიანობისა და ტემპერატურის არაერთგვაროვნების გამო“.[5] საზოგადოებრივი სამუშაოების ოფისი მუზეუმს სპეციალური საცავების მოძიებაში და ექსპონატების ტრანსპორტირებაში დაეხმარა.[6]

კოლექცია

რედაქტირება

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ფლობს მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ირლანდიულ ეროვნულ კოლექციას. დაცულია 3500-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ირლანდიელ და საერთაშორისო მხატვრებს ეკუთვნის. კოლექციის აქცენტი კეთდება 1940 წლის შემდგომ შესრულებულ ნამუშევრებზე. დაწესებულებაში წარმოდგენილია ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიცაა: მარინა აბრამოვიჩი, ლუიზა ბურჟუა, რობერტ რაუშენბერგი, სოლ ლევიტი, ჯოზეფ კორნელი, ლუის ლე ბროკი, მატ მულიკანი, როი ლიხტენშტეინი და ლოურენს ვაინერი.[7] kოლექცია სრულად არის კატალოგირებული და სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით იძებნება.[8]

ენესის (Hennessy) ხელოვნების ფონდი ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისათვის შეიქმნა 2016 წელს, დაფინანსების შემცირების გამო. ბიუჯეტი 2011 წლიდან განვითარებადი და საშუალო კარიერის მქონე მხატვრების ნამუშევრების შესაგროვებლად გამოიყენება. ფონდი ახალ მრავალწლიან კორპორატიულ პარტნიორობას წარმოადგენს, რომელიც იმ ირლანდიელი ხელოვანების ნამuშევრების შეგროვებას ითვალისწინებს, რომელიც ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჯერ კიდევ არ არის განთავსებული.[9] ენესის ხელოვნების ფონდთან ხელშეკრულებამდე მუზეუმი ძირითადად კერძო შემოწირულობების წყალობით საზრდოობდა.[10] 2016 წელს ამ ფონდის მხარდაჭერით მუზეუმს შეემატა კევინ ათერტონის, დევიდ ბეატის, რონა ბირნისა და დენის მაკნალტის ნამუშევრები. 2017 წელს კოლექციას შეემატა კიარან მერფის, მაირედ მაკკელანის, მარკ გარისა და იური პატისონის ნამუშევრები.[11]

სტატუსი და დაფინანსებები

რედაქტირება

ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არის კომპანია, რომელიც შეზღუდულია გარანტიით და საწესდებო კაპიტალი არ გააჩნია. კომპანია დაფინანსებულია ტურიზმის, კულტურის, ხელოვნების, გელტახტის, სპორტისა და მედიის დეპარტამენტის მიერ, ასევე სპონსორებით, ფრანჩაიზებისა და მუზეუმის შემოსავლებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Twenty years of the Irish Museum of Modern Art en. ციტირების თარიღი: 2020-07-16
  2. „Twenty years of the Irish Museum of Modern Art“. The Irish Times. 19 March 2011. ციტირების თარიღი: 10 May 2019.
  3. Sarah Glennie – Director, IMMA | British Council en. ციტირების თარიღი: 2020-07-16
  4. Artforum.com en-US. ციტირების თარიღი: 2020-07-16
  5. McGee, Harry. Museum's modern art treasures damaged due to poor storage en. ციტირების თარიღი: 2020-07-16
  6. No space in store for art en. ციტირების თარიღი: 2020-07-16
  7. Irish Museum of Modern Art Collection website, Retrieved 22 June 2017.
  8. IMMA Collection Search
  9. IMMA - Irish Museum of Modern Art. ციტირების თარიღი: 10 May 2019
  10. IMMA Collection: A Decade, Irish Museum of Modern Art, Retrieved 22 June 2017.
  11. Hennessy Art Fund for IMMA Collection 2017. ციტირების თარიღი: 10 May 2019