ირინა ენუქიძე (გ. 24 აგვისტო, 2007) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებული, 2006 წლის 28 იანვარს პოლიციელების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა.[1]

ირინა ენუქიძე

ირინა ენუქიძე საკუთარი შვილის, სანდრო გირგვლიანის საფლავზე.
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო, 2007
თბილისი
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ჯილდოები თამარ მეფის ორდენი

საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელს გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა. [2]

2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. [3]

როგორ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა დაჯილდოებისას,

ვიკიციტატა
„[...] ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე“
(გიორგი მარგველაშვილი[4].)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვა . ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მთავრობის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. თინა ხიდაშელმა ირინა ენუქიძის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წლების წინ ქვეყანაში არსებული სისტემა, სწორედ, ირინა ენუქიძემ დაანგრია. [5]

ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.[5] ირინა ენუქიძე 28 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება