ირაკლი ხუნდაძე

ქართველი ექიმი,მეცნიერი.

ირაკლი (კაკო) ხუნდაძე (დ. 3 თებერვალი, 1918, თბილისი — გ. 2000 წლის შემდეგ) — ქართველი მეცნიერი, ექიმი.

ირაკლი ხუნდაძე
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1918(1918-02-03) (106 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1951-1952 წლებში იყო ტყიბულის ტრავმატოლოგიური პუნქტის გამგე. 1952-1963 წლებში რესპუბლიკური ტუბინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ძვალ-სახსრის განყოფილების უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1963 წლიდან იყო ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტრავმატოლოგია-ორთოპედიისა და საველე ქირურგიის კურსის ასისტენტი, დოცენტი. 1970-1980 წლებში ამავე კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის აქტუალურ საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „წელისა და გულმკერდის მალების ტუბერკულოზური სპონდილიტი ექსპერიმენტში“, დაიცვა 1964 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება