ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირაკლი ნაკაიძე (დ. 15 იანვარი, 1914, ხუცუბანი — გ. 15 აპრილი, 1972) — ქართველი გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1968).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1939 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო აჭარის განათლების კომისარიატში მეთოდისტად. 1940 წელს გადავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს დემობილიზებულ იქნა ჭრილობის გამო. კვლავ დაბრუნდა პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. შემდეგში იყო გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი. 1946 წელს დააწინაურეს აჭარის განათლების მინისტრად. 1949 წლიდან მუშობას იწყებს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ დაუსწრებელი სწავლების დარგში. შემდეგ კი, ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად. 1962 წელს გადაიყვანეს პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში. 1971 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დისციპლინების სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგეა. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი შრომები ეხება აჭარაში სოფლის მეურნეობის მდგომარეობისა და განვითარების გეოგრაფიულ ასპექტებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აჭარის ასსრ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და განლაგების ზოგიერთი საკითხი“, დაიცვა 1967 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 203

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_ნაკაიძე“-დან