ირაკლი მეზურნიშვილი
ირაკლი მეზურნიშვილი (დ. 2 აგვისტო, 1985, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.
ირაკლი მეზურნიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1985 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
2007 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი („МГИМО“ „მგიმო“).
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დააარსა „დამოუკიდებელი ქართული კლუბი“, რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2007 წლიდან აქტიურად ჩაება სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია წამყვან ფინანსურ ჟურნალებში; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; 2015 წელს შექმნა სატელევიზიო ფორმატი და ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში; დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიან მეგობრობას ეხება. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[2]
სადოქტორო დისერტაციის თემა „ინტეგრაციული პროცესების განვითარება საერთაშორისო სავალუტო სფეროში“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი მეზურნიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი მეზურნიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.