იოსიფ პანჩიჩი (სერბ. Јосиф Панчић, ხორ. Josip Pančić; დ. 17 აპრილი, 1814 — გ. 25 თებერვალი, 1888) — სერბი ბოტანიკოსი, ექიმი, ბელგრადის უნივერსიტეტის ლექტორი და სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის პირველი პრეზიდენტი.

იოსიფ პანჩიჩი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1814
უგრინი, ავსტრიის იმპერია (დღევანდელი ხორვატია)
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 1888 (73 წლის)
ბელგრადი, სერბეთის სამეფო (დღევანდელი სერბეთი)
ეროვნება სერბი
მოქალაქეობა ავსტრიის დროშა ავსტრია, სერბეთის დროშა სერბეთი
ეთნიკურად ხორვატი[1][2]
ალმა-მატერი ბუდაპეშტის უნივერსიტეტი
საქმიანობა ბოტანიკოსი, ექიმი, უნივერსიტეტის ლექტორი
ცნობილია როგორც სერბული ნაძვის აღმომჩენი;
სერბული ბოტანიკის მამა
მშობლები მამა: პაველ პანჩიჩი
დედა: მარგარიტა პანჩიჩი

იგი აქტიურად აკვირდებოდა სერბეთის ფლორას. მას მიაწერენ მრავალი სახეობის მცენარის კლასიფიცირებას, რომელიც უცნობი იყო მაშინდელი ბოტანიკური საზოგადოებისთვის, რომელთა შორისაა სერბული ნაძვი. იგი მიჩნეულია, როგორც სერბული ბოტანიკის მამა[3].

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

იოსიფ პანჩიჩი დაიბადა 1814 წლის 17 აპრილს, უგრინში, ავსტრიის იმპერია, (დღევანდელი ხორვატია). გოსპიჩის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, მან განათლების მიღება რიეკას ლიცეუმში განაგრძო. 1830 წლისთვის, იგი ზაგრებში, Regia Academica Scientiarum-ში სწავლობდა. 1841 წელს, პანჩიჩიმ ბუდაპეშტის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. სხვა კურსებთან დამატებით, იგი იმ დროისთვის საყოველთაოდ ცნობილ ბოტანიკის პროფესორ — იოსიფ სედლერის მიერ ჩატარებულ კურსებსაც ესწრებოდა. მოგვიანებით მან დაწერა:

 
„ბოტანიკის პირველი კურსის შემდეგ, მე შემიყვარდა ბოტანიკა და გადავწყვიტე, რომ გავხდე ბოტანიკოსი.[3]

საქმიანობა

რედაქტირება
 
პანჩიჩის ძეგლი, ხორვატია
 
საინფორმაციო დაფა იოსიფ პანჩიჩისა და მის მიერ აღმოჩენილი ნაძვის ხის შესახებ, აღმოჩენის ადგილზე.
 
იოსიფ პანჩიჩის ძეგლი ბელგრადის აკადემიურ პარკში
 
პანჩიჩის მავზოლეუმი

იოსიფ პანჩიჩი ვენაში ენათმეცნიერ ვუკ კარაჯიჩის გაეცნო, რომელმაც სერბეთის ხელისუფლებას სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა, იმ მიზნით, რომ პანჩიჩი სერბეთის სამთავროში დამკვიდრებულიყო და შეესწავლა მისი ბუნება. 1853 წელს, იგი ბელგრადში გადავიდა, სადაც, უნივერსიტეტის ლექტორად დაინიშნა. 1853 წელს, მან ლიცეუმში მინერალოგია და გეოლოგია წარადგინა[4].

პანჩიჩი ინტენსიურად აკვირდებოდა სერბეთის ფლორას. მან შეისწავლა და აღწერა მაშინდელი ბოტანიკური საზოგადოებისთვის უცნობი მრავალი მცენარე. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სერბული ნაძვი იყო, რომელიც 1875 წელს, ტარას მთაზე აღმოაჩინა.

1851-1886 წლებში, იგი 16-ჯერ სტუმრობდა კოპაონიკის ქედს. 1887 წლის 5 აპრილს, იოსიფ პანჩიჩი სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის პირველი პრეზიდენტი გახდა. მისი ინიციატივით გაიხსნა ჯევრემოვაცის ბოტანიკური ბაღი ბელგრადში.

1951 წელს, აკადემიის, ბელგრადის უნივერსიტეტისა და მოლაშქრეთა კავშირის ინიციატივით, კოპაონიკის ქედზე იოსიფ პანჩიჩის მავზოლეუმი აღიმართა, წარწერით:

 
„პანჩიჩის თხოვნით, იგი სამუდამოდ დავასვენეთ აქ. ამასთანავე, ჩვენ გვსურს განვაცხადოთ მისი გზავნილი ახალგაზრდებისამი: მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ბუნების სრულყოფილად შეწავლით და ანალიზით გამოხატავთ იმას, თუ როგორ გიყვართ და პატივს სცემთ სამშობლოს.“
 
პანჩიჩის პორტრეტი იუგოსლავურ 10 დინარიან ბანკნოტზე, 1994

იოსიფ პანჩიჩი შესულია 100 ყველაზე გამოჩენილ სერბთა სიაში. გამოსახულია 1994 წლის 10 დინარიან ბანკნოტზე.

მნიშვნელოვანი ნამუშევრები

რედაქტირება
  • Die Flora der Serpentinberge in Mittel-Serbien (1859)
  • Pisces Serbiae (1860)
  • Zur Moosflora des nordöstlichen Banates (1861)
  • Arena mobilis in Serbia eiusque flora (1863)
  • Flora agri Belgradensis methodo analytica digesta – "Flora u okolini Beogradskoj po analitičnom metodu" (1865)
  • Šumsko drveće i šiblje u Srbiji (1871)
  • Flora Principatus Serbiae – "Flora knez̆evine Srbije ili vaskularne biljke, koje y Srbije divlie rastu" (1874)
  • Eine neue conifere in den östlichen Alpen (1876)
  • Flora u okolini Beogradskoj po analitičnoj sistemi (1878)
  • Elementa ad floram principatus, Bulgariae (1883)
  • Nova graca za flora knez︠h︡evine Bugarske (1886)


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Jovan Cvijić (1965). Autobiografija i drugi spisi. Srpski knjiž. zadruga, გვ. 360. „а првим председником наше Академије Јосиф Панчић, пореклом Хр- ват“ 
  2. Politika (2006). NIN: nedeljne informativne novine, Issues 2888-2896. „Они који би и даље да разбијају српски духовни простор, могу нас до миле воље подсећати да је Јосиф Панчић Хрват, али он се посрбио и његово целокупно науч- но дело и његов живот су везани за Србију.“ 
  3. 3.0 3.1 Vasić, Olja. „Josif Pančić and the new Fora of Serbia“ (PDF). Flora Mediterranea. 23: 209–214. ISSN 2240-4538. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2015.
  4. Miomir Komatina (31 March 2004). Medical Geology: Effects of Geological Environments on Human Health. Elsevier, გვ. 359–. ISBN 978-0-08-053609-5.