ტარა (მთა)
ტარა (სერბ. Тара / Tara) — მთა რომელიც მდებარეობს დასავლეთ სერბეთში. ის დინარის ალპების შემადგენელი ნაწილია და ზღვის დონიდან 1000-დან 1 590 მეტრამდე სიმაღლეს მოიცავს. მთის ფერდობებზე არის ხშირი ტყეები, მაღლობები და მდელოები, ასევე ციცაბო კლდეები და ღრმა ხევები. ახლო მდებარე მდინარე დრინა როგორც ხევს, ასევე კარსტრულ და კირქვულ გამოქვაბულებს განაპირობებს. მთა პოპულარული ტურისტული ადგილია. ტარის ეროვნული პარკი მთის დიდ ნაწილს მოიცავს. მთის ყველაზე მაღალი ადგილი, ზბორიშტე ზღვის დონიდან 1 544 მეტრზე მდებარეობს.
ტარა | |
---|---|
კოორდინატები: 43°50′54″ ჩ. გ. 19°27′34″ ა. გ. / 43.84833° ჩ. გ. 19.45944° ა. გ. | |
ქვეყანა | სერბეთი |
ტერიტორიული ერთეული | დასავლეთ სერბეთი |
სიმაღლე | 1 544 [1] მ |
ქედი | დინარის ალპები |
ეროვნული პარკი
რედაქტირებატარის ეროვნული პარკი დაარსდა [1] 1981 წელს და მოიცავს ტარასა და ზვიეზდას მთის ნაწილს, ასევე მდინარე დრინის ხეობას. ავდაპირველად პარკის ფართობი იყო 191.75 კვადრატული კილომეტრი[2][3][4] რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 250-დან 1591 მეტრამდე იცვლებოდა. 2015 წლის 5 ოქტომბერს სერბეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ეროვნული პარკების ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ტარის ეროვნული პარკის ფართობი 249.92 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა.[5][6] ეროვნულ პარკს დაემატა „ზავოინეს განსაკუთრებული მახასიათებლების ლანდშაფტი“.[7][8] პარკის სამმართველო ოფისი მდებარეობს ბაინა ბაშტაში.
გეოგრაფია
რედაქტირებაეროვნული პარკი მოიცავს მთის მწვერვალებს და მათ მიმდებარე ღრმა ხეობებს. პარკის ყველაზე მაღალი წერტილია ზვიეზდას მთის მწვერვალი სახელწოდებით კოზი რიდი.[3] ხეობებს შორის ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველია დრინის ხეობა, საიდანაც დასავლეთ სერბეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაწილის ხედი იშლება. დაცული ტერიტორია ასევე მოიცავს მდინარეებს: რაჩა, ბრუსნიცა და დერვენტას, ასევე ველიკი სკაკავაცის ჩანჩქერს მდინარე ბელი ზრავზე. ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტრული მღვიმეები, ორმოები, წყაროები და ლამაზი ხედებით ცნობილი ადგილები (კიჩაკი, სმილიევაცი, ბილიეშკე სტენე, კოზიე სტენე, ვიტიმიროვაცი და კოზი რიდი).
ისტორია
რედაქტირებაბრინჯაოს ხანაში ტარას მიმდებარე ტერიტორიაზე ილირიელები, კერძოდ კი აუტარიატების მთილეთა ტომი ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტარა სანსკრიტზე „ვარსკვლავს“ ნიშნავს, ეს მთის სახელწოდებას არ განაპირობებს და გეოგრაფიული ობიექტის სახელი მცხოვრები ტომებისგან მომდინარეობს. კალუჯასკე ბარესთან მიმდებარედ აღმოაჩინეს სლავური თიხის ნაკეთობები, რომლებიც V-VI საუკუნეებით თარიღდება. შუა საუკუნეების მრამორიეს ნეკროპოლისი სოფელ პერუჩაცის მიმდებარედაა აღმოჩენილი. როგორც სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტეჩკური ძეგლი იგი დაცულია სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის.მსგავსი სახის ნეკროპოლისი არსებობს სოფელ რასტიშტეს მიმდებარედაც.[9][10] მრამროე პერუჩაცის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. ნეკროპოლი შეიქმნა 1300-იანი და 1400-იანი წლებში და დღესდღეობით შემორჩენილია 88 საფლავის ქვა.
ოსმალების პერიოდში მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადიოდა „ბოსნიური გზა“. გრადინას მცირე ტიპის დასახლება, კრემინას მახლობლად თურქული არსენალისა და ქარვასლას ადგილს წარმოადგენდა. ისინი ავსტრიელებმა გაანადგურეს 1738 წელს. მთის ფერდებზე ხშირი ტყის არსებობის გამო, ოსმალეთის მმართველობის დროს ტარა იყო სერბი ჰაიდუცების სამყოფელი.[9][10]
დროთა განმავლობაში ტარა მნიშვნელოვანი სარკინიგზო გზაჯვარედინი იყო. იმ პერიოდის ექსპონატები ინახება სარკინიგზო პარკში „ბელა ვოდა“, რომელიც ამავე სახელწოდების წყაროს მიმდებარედ მდებარეობს. ექსპონატთა შორისაა „მაგინოტის სარკინიგზო ვაგონი“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ან 1928 წლიდან მოყოლებული გერმანული ლოკომოტივის დროს საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. ასევე არის რკინიგზის მუზეუმი მოკრა გორაში, ავსტრო-უნგრელების მიერ 1916 წელს აშენებულ შენობაში, რომლებიც ვიწრო ლიანდაგიან რკინიგზას აშენებდნენ ოკუპირებულ სერბეთში. ეს რკინიგზა დღეს ცნობილია როგორც „სარგან რვა“ და მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Serbia's Wild Side – Mount Tara, Balkan Insight, 20 October 2008, http://www.balkaninsight.com/en/article/serbia-s-wild-side-mount-tara. წაკითხვის თარიღი: 11 February 2013
- Tara, Municipality of Bajina Bašta, http://www.bbasta.org.rs/Tara.html. წაკითხვის თარიღი: 25 August 2010
- Tara – Elegantna i nepredvidiva, Vreme, 23 August 2012, http://www.vreme.com/cms/view.php?id=1068683 დაარქივებული 8 May 2020[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Tara.
- ↑ B.Pejović. (13 July 2008) "Pluća Srbije" sve jača sr. Politika.
- ↑ 3.0 3.1 About Tara NP. National Park Tara (2013).
- ↑ Nacionalni park Tara – položaj, proglašenje nacionalnog parka i zone zaštite sr. Geografija.rs (25 February 2014).
- ↑ Zakon o nacionalnim parkovima (National parks law) sr (5 October 2015).
- ↑ Aleksandra Mijalković (18 June 2017), "O očuvanju naše prirodne baštine: najbolja zaštita u naconalnim parkovima", Politika-Magazin: 3–6
- ↑ Usvojen Zakon o nacionalnim parkovima sr. Institute for nature conservation of Serbia (October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-06. ციტირების თარიღი: 2021-04-25.
- ↑ Proširen Nacionalni park "Tara" sr. Turizam & Ugostiteljstvo (13 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2021.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Dimitrije Bukvić (17 July 2017), "Hajdučka planina nad zelenom rekom", Politika: 01 & 08, http://www.politika.rs/sr/clanak/385033/Hajducka-planina-nad-zelenom-rekom
- ↑ 10.0 10.1 "Koliko je dugačko Perućačko jezero?", Politika-Da li znate?: 38, 12 July 2017