იოსებ ჯავახიშვილი

იოსებ ჯავახიშვილი (დ. 16 აგვისტო, 1897, სოფელი ხოვლე, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 13 სექტემბერი, 1982) — თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 1953, პროფესორი 1954. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

იოსებ ჯავახიშვილი დაიბადა 16 აგვისტოს, 1897 წელს, სოფელ ხოვლეში, კასპის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს. 1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება