ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იორკის ბრძოლა მოხდა ვიკინგების დიდ წარმართულ არმიასა და ნორთუმბრიის ანგლოსაქსურ არმიებს შორის 867 წლის 21 მარტს ქალაქ იორკში. 866 წლიდან ნორთუმბრიის სამეფო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, სამეფო ტახტისთვის ერთმანეთს ორი პრეტენდენტი : აელა (Ælla) და ოსბერტი (Osberht) ებრძოდა . ვიკინგებმა, რომლებიც აღმოსავლეთი სანაპიროდან შეესივნენ ინგლისს, ახერხებენ ქალაქ იორკის დაკავებას. ამ ფაქტმა ტახტისთვის მოქიშპეები გააერთიანა და ისინი საერთო ძალით შეეცადნენ მტრის ქალაქიდან განდევნას. ყოფილი მტრების გაერთიანებას შედეგად წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით, ორივე მათგანი ბრძოლაში დაიღუპა. წარმატებების ფონზე ვიკინგებმა ნორთუმბრიის ტახტზე ჯერ მათი გავლენის ქვეშ მყოფი მეფე აიყვანეს, ეგბერტი ( Ecgberht), თუმცა მალე ახალი სამეფოს შექმნა გამოაცხადეს, (Kingdom of Jórvík ) და მისი ცენტრი გახდა ქალაქი იორკი.

წინა მოვლენები

რედაქტირება

იორკი ანგლო-საქსების მიერ მას შემდეგ იქნა დაპყრობილი, რაც ეს ქალაქი რომაელებმა მიატოვეს 5-ე საუკუნეში. ქალაქი იქცა ნორთუმბრიის სამეფოს დედაქალაქად, ის იყო როგორც სატახტო ქალაქი, ასევე იორკის არქიეპისკოპოსის რეზიდენციის ქალაქი.

ვიკინგების შემოსევები

რედაქტირება

ბრიტანეთზე ვიკინგების შეტევები 8-ე საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარეობდა, მაგრამ 9-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან ვიკინგების შემოსევების ფორმა შეიცვალა და მძარცველური თავდასხმებიდან მიწების დაპყრობაზე გადავიდნენ. 865 წელს დიდი წარმართული არმია გადმოვიდა ინგლისის დასავლეთ ნაწილში, რაც საფუძვლად დაედო დანიური სამართლის მხარის შექმნას. უბა (Ubba) და ივარის (Ivar) მეთაურობით ვიკინგებმა იორკი პირველად აიღეს 866 წლის 1 ნოემბერს. ივარის გაცხადებული მოტივი იყო შური ეძია მამამისის რაგნარ ლოდბროკის მკვლელობის გამო. ნორთუმბრიის სამეფო მოცული იყო სამოქალაქო დაპირისპირების ქარცეცხლში, რადგანაც მეფე ოსბერტი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა მეტოქემ, აელამ. ამ გარემოების გამო ვიკინგებს არ გასჭირვებიათ იორკის დაკავება, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს აელას ხელში ჩაგდება.

867 წელს აელამ და ოსბერტმა გვერდზე გადადეს ერთმანეთის მტრობა და გაერთიანდნენ შემოსეული ვიკინგების ნორთუმბრიიდან განდევნის მიზნით, იორკზე შეტევა მათ 867 წლის 21 მარტს დაიწყეს. ბრძოლა ნორთუმრიელებისთვის კარგად დაიწყო, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დამცველების წინააღმდეგობის დაძლევა. მაგრამ შემდეგ ბრძოლებში თავი იჩინა ვიკინგების საომარმა გამოცდილებამ. ვიკინგებისთვის ხელსაყრელი გამოდგა ქალაქის ვიწრო ქუჩებიც, რომლის წყალობითაც ნორთუმბრიელების რიცხობრივი სიმრავლე პრაქტიკულად გაქარწყლდა. საბოლოოდ ნორთუმრიელების არმია დამარცხდა, მათი მეთაურები კი დაიღუპნენ. სხვა ვერსიით ვიკინგები ალყაში იყვნენ მოქცეულები ნორთუმბრიელების მიერ, მაგრამ ვიკინგებს დამატებითი ძალები შემოურთდა და ბრძოლა მათი გამარჯვებით და ნორთუმბრიელების ორივე მეთაურის დაღუპვით დამთავრდა.

ნორვეგიული გადმოცემის თანახმად გამარჯვებულმა ვიკინგებმა მეფე აელა ჯერ შეიპყრეს, ხოლო მოგვიანებით ,,სისხლიანი არწივის" მეთოდით დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ანგლოსაქსური ქრონიკების თანახმად ორივე მეფე შეპყრობისთანავე მოკლეს.

შედეგები

რედაქტირება

იორკში ვიკინგების მეთაურებმა მეფედ გამოაცხადეს თავიანთი მორჩილი ეგბერტი, რომელიც ტახტზე იჯდა 872 წლამდე, როცა აჯანყებამ ის აიძულა გაქცეულიყო მერსიაში. ვიკინგების ახალმა ლიდერმა ჰალფდან რაგნარსონმა აჯანყება ჩაახშო 876 წელს და ისევ დაიქვემდებარა იორკი და ნორთუმბრიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. მან დაკავებული ტერიტორია თავის მომხრეებს შორის გაანაწილა. [13] ვიკინგების ოკუპირებული ტერიტორიები მალე გაერთიანდა ვიკინგების კონტროლქვეშ იყო 910 წლამდე, სანამ არ დაიპყრეს ანგლო-საქსებმა 954 წლამდე ვიკინგებმა კიდევ რამდენჯერმე შეძლეს დროებით ტერიტორიების დაბრუნება, თუმცა 954 წელს ნორთუმბრიის სამეფოს ტერიტორიები შეურთდა უესექსის სამეფოს ამის შემდეგ ნორთუმბრიის სამეფოს აღდგენის მცდელობები აღარ ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arnold-Baker, Charles (2001) „Northumbria, Anglian Kingdom“, The Companion to British History, Routledge, 2nd, Routledge. 
  • Bessell, Craig. 3 Key Battles of the Viking Invasions of England en (10 October 2018). ციტირების თარიღი: 7 August 2020
  • Cannon, John. Ælle en. Oxford University Press (2015). ციტირების თარიღი: 15 September 2020
  • City of York Council. (21 December 2006) Eoferwic: Anglo-Saxon York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 26 ივნისი 2024.
  • Eggenberger, David (1985). An Encyclopedia of Battles. New York, N.Y.: Dover Publications Inc.. ISBN 0-486-24913-1. 
  • Johnson, Ben. Invaders! Angles, Saxons and Vikings. ციტირების თარიღი: 7 August 2020
  • Edward, James. Overview: The Vikings, 800 to 1066 (29 March 2011). ციტირების თარიღი: 7 August 2020
  • Frank, Roberta (1984). „Viking atrocity and Skaldic verse: The Rite of the Blood-Eagle“. English Heritage Review. Longman Group Limited London: 332–343.
  • Hall, Richard. The Viking Capture of York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 August 2020
  • Loyn, Henry (2015) „Northumbria, kingdom of“, The Oxford Companion to British History (en). Oxford University Press. DOI:10.1093/acref/9780199677832.001.0001. ISBN 9780199677832. 
  • Market House Books (2002). „York, Kingdom of“, Dictionary of British History, 1st, Market House Books Ltd. 
  • Project Gutenberg. The Anglo-Saxon Chronicle. Project Gutenberg (September 1, 1996). ციტირების თარიღი: 14 September 2020
  • Sawyer, Peter (2001) The Oxford Illustrated History of the Vikings (en). Oxford University Press. ISBN 978-0-19-285434-6. 
  • Whitelock, Dorothy. Fact and Fiction in the legend of St. Edmund გვ. 225–227. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2006. ციტირების თარიღი: 9 August 2020
  • {{cite web | last=York History | title = York history timeline | url = http://www.yorkhistory.com/timeline/index.php | publisher = YorkHistory.com | year = 2007 | access-date = 9 August 2020 |archive-url = https://web.archive.org/web/20070314135055/http://www.yorkhistory.com/timeline/index.php |archive-date = 14 March 2007}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იორკის_ბრძოლა“-დან