იონ ჟალია
იონ ჟალია რუმ. Ion Jalea; დ. 19 მაისი, 1887, კასიმჩა, ტულჩის მაზრა — გ. 7 ნოემბერი, 1983) — რუმინელი მოქანდაკე. რუმინეთის სახალხო მხატვარი, რუმინეთის აკადემიის წევრი. სწავლობდა ბუქარესტში, ნატიფი ხელოვნების სკოლაში (1907–1911), ჟიულიანის აკადემიაში (1915–1916) და პარიზში, ე. ი. ბურდელის სტუდიაში. შექმნა პლასტიკურად საინტერესო ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტები („მეცხვარე“, თაბაშირი, 1938; ჯ. ენესკუს პორტრეტი, თაბაშირი, 1958, რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელოვნების მუზეუმი, ბუქარესტი), მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკებები. 1968-იდან რუმინეთის მხატვართა კავშირის პრეზიდენტია.
იონ ჟალია | |
---|---|
დაიბადა | 19 მაისი, 1887[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | კასიმჩა |
გარდაიცვალა | 7 ნოემბერი, 1983[1] [2] [3] (96 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბუქარესტი[4] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 239.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იონ ჟალია“ ვიკისაწყობში.
- ↑ 1.0 1.1 https://rkd.nl/explore/artists/41589
- ↑ 2.0 2.1 Ion Jalea
- ↑ 3.0 3.1 Vlasiu I. Jalea, Ion // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T043277
- ↑ Union List of Artist Names — 2011.