მთავარი მენიუს გახსნა

ინგო შვიხტენბერგი (გერმ. Ingo Schwichtenberg, ცნობილია ასევე მეტსახელით Mr. Smile; 18 მაისი, 1965 — 8 მარტი, 1995 ჰამბურგი, გერმანია) — გერმანელი პაუერ მეტალ დრამერი, ჯგუფ Helloween-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ინგო შვიხტენბერგი
IngoSchwichtenberg.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ინგო შვიხტენბერგი
მეტსახელი Mr. Smile
დაიბადა 18 მაისი, 1965
ჰამბურგი, გფრ
გარდაიცვალა 8 მარტი, 1995 (29 წლის)
ჟანრ(ებ)ი პაუერ მეტალი,
სპიდ მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი დრამი, პერკუსია, ბას გიტარა, კლარნეტი, ფლეიტა
აქტიური 1978—1993
ასოციაციები Helloween, Gentry, Iron Fist

შვიხტენბერგმა ჯგუფი დატოვა 1993 წელს. ბოლო წლებში ინგო იტანჯებოდა ღრმა დეპრესიით, ნიჰილიზმით და შიზოფრენიით, ასევე სისტემატურად მოიხმარდა ნარკოტიკებს. ამის გამო მას ზოგჯერ არ შეეძლო ჯგუფთან ერთად კონცერტებზე მონაწილეობა.

ჯგუფის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წელს, ინგომ სიცოცხლე ტრაგიკული თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ჰამბურგის ერთ-ერთ მეტროსადგურზე მატარებლის წინ გადახტა.

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

ინგო დაიბადა ჰამბურგში. 14 წლის ასაკში ის დაინტერესებული იყო ფლეიტაზე და კლარნეტზე დაკვრით. პირველი გაკვეთილები დასარტყამ საკრავებზეც, ამ ასაკში ჰქონდა. 15 წლისას კი მამამისმა, ჰაინცმა პირველი დრამი უყიდა, რომელზე დაკვრაშიც, ინგო თავად ვარჯიშობდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიცნო გიტარისტი კაი ჰანსენი, რომელიც ქმნიდა საკუთარ ჯგუფს სახელწოდებით Gentry და სჭირდებოდა დრამერი. მათ შეუერთდათ ბასისტი მარკუს გროსკოპფი და გიტარისტი მიხაელ ვაიკათი, ჯგუფმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. საბოლოოდ კი ინგოს იდეით რომელსაც იმ პერიოდში ნანახი ჰქონდა ჯონ კარპენტერის პოპულარული სლეშერ ფილმების სერია Halloween -ის პირველი, მეორე და მესამე ნაწილი, ჯგუფს დაერქვა Helloween , მოხდა რა "A" -ს ჩანაცვლება "E" -თ.

1992 - 1993 წლებში ინგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. ის ღრმა დამოკიდებულებას იჩენდა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიმართ, ხშირად მოიხმარდა კოკაინს და ჰაშიშს. რამდენიმე სამკურნალო თერაპიის შემდეგ კვლავ არ ჩანდა შედეგი უკეთესობისკენ. ერთ-ერთი კონცერტის დროს ჰიროსიმაში, ინგო სცენიდანაც კი გადავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო.

საბოლოოდ, 1993 წელს ინგომ ჯგუფის დატოვების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მისი შემცვლელი Helloween-ში იყო ული კუში.

1995 წელს, 8 მარტს დილით ინგომ მოულოდნელად დატოვა კლინიკა, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა. მან ჰამბურგის მეტროს ერთ-ერთ სადგურამდე იმგზავრა, მოგვიანებით კი მომავალი მატარებელის წინ გადახტა.

დისკოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება